„ტოსკა“ ქართულ საოპერო სცენას უბრუნდება, ბათუმში პრემიერისთვის ემზადებიან
კულტურა - 17:01, 05 May, 2016     2084

ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ტოსკას“ პრემიერისთვის ემზადებიან. საოპერო დასის სოლისტები ინტენსიურად მუშაობენ დირიჟორ მაურიციო ჩამპისთან, რომელიც რომის სანტა ჩეჩილიას სახელობის კონსერვატორიის საოპერო მიმართულების პროფესორია (იტალია, სიცილია). დამდგმელი რეჟისორია ჰანს-იოაჰიმ ფრეი (გერმანია). იოაჰიმ ფრეის, 2008-2010წწ-ში დადგმული აქვს „აიდა“, „მფრინავი ჰოლანდიელი“ და „ტურანდოტი“,რომელიც გაიმართა „ბრემენის“ ტბაზე, სპექტაკლს 35 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

რეჟისორი, რუსეთშიც დგამს სპექტაკლებს, „მიხაილოვსკის“ „მარიინის“ თეატრებში სანკტ-პეტერბურგში,ასევე მოსკოვში „ბორის პოკროვსკის“ ოპერის კამერულ თეატრში. 2014 წლიდან არის მოსკოვის „დიდი თეატრის“ მუდმივი კონსულტანტი. 2012წელს, იოაჰიმმა დადგა რ. ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“ ულან-უდესა და ირკუტსკის თეატრებში. 2014წელს, ულან-უდეში დადგა ვ.ა. მოცარტის ოპერა „ასე იქცევა ყველა ქალი“ .2015 წ მონაწილეობას იღებდა ვლადივასტოკში „პრიმორსკის“თეატრის გახსნაში,სადაც დადგა ჯ.პუჩინის ოპერა „ტოსკა“. 2015წ ჰანს-იოაჰიმ ფრეიმ პეკინის ნაციონალურ თეატრში დადგმული აქვს რ.შტრაუსის ოპერა“სალომეა“.

ბათუმის საოპერო დასთან, იოაჰიმ ფრეი, პირველად მუშაობს, პრემიერები 15-18 მაისს გაიმართება და საოპერო დასის წამყვან სოლისტებთან -ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად, ოპერა “ტოსკა“-ში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი.

ბათუმის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ჯახუტაშვილის მიწვევით, პრემიერაზე, ბათუმში ელოდებიან-ცისანა ტატიშვილს, მედეა ამირანაშვილს, მაყვალა ქასრაშვილს, პაატა ბურჭულაძეს, ლადო ათანელს, თამარ გურგენიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, თენგიზ მუშკუდიანს, ელდარ გეწაძეს, თამარ ივერის, მზია ნიორაძეს… გამოჩენილ რეჟისორებს, დირიჟორებს, მუსიკისმცოდნეებს.

„ტოსკა“, ერთ-ერთი ყველაზე რეპერტუარული ოპერაა მსოფლიოს მუსიკალურ თეატრებში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პიესა, სარა ბერნარისთვის სპეციალურად დაიწერა და პარიზის პორტ-სენ-მარტენის დრამატულ თეატრში დაიდგა.

პუჩინიმ „ტოსკა“ მილანში, თეატრ ფილო-დრამატიკოში ნახა, აღფრთოვანდა პიესით და თავის გამომცემელს, ჯულიო რიკორდის დაავალა:- სასწრაფოდ ეწარმოებინა მოლაპარაკება დრამატურგ სარდუსთან, რათა მიეღო მისგან ნებართვა, დაეწერა პიესის მიხედვით ოპერა. ამ ნაწარმოების მიმართ ინტერესი ასევე გამოხატა ვერდიმ და ფრანკეტიმ... გასაკვირია, მაგრამ ვერდიმ ვერა, ფრანკეტიმ კი სარდუსგან მიიღო ნებართვა ოპერის დაწერის თაობაზე და შეუდგა კიდევაც იგი მუსიკის წერას, მაგრამ რიკორდის დამსახურებით საბოლოო უფლება პუჩინის ხელში გადავიდა. 1899 წელს პუჩინი და სარდუ, უკვე პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს... როგორც იტალიელისთვის, პუჩინისთვის „ტოსკას“ სიუჟეტი ძალიან ძვირფასი იყო. ამიტომ, ახალ პროექტზე მან, მაშინვე დაიწყო მუშაობა. პუჩინიმ ავტორთან შეათანხმა სიუჟეტის ზოგიერთი დრამატურგიული დეტალი და პიესიდან ამოიღეს ყველა მეორე ხარისხოვანი ეპიზოდი, რის შედეგადაც სიუჟეტი გამარტივდა და მოქმედებები დროში დაჩქარდა. სახეცვლილება განიცადა მთავარმა პერსონაჟმა-ტოსკამაც...

პრემიერა 1900 წლის 14 იანვარს, რომში, კონსტანცას თეატრში გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდნენ:- პიეტრო მასკანი და ფრანჩესკო ჩილეა...

გასაკვირია, მაგრამ ოპერას აღფრთოვანება არ გამოუწვევია მსმენელებში. კომპოზიტორს დაუწუნეს არაორიგინალური მელოდიური იდეები, ნატურალიზმი, ადრინდელი მუსიკალური აღმოჩენების განმეორება. განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა კავარადოსის წამების სცენამ. თუმცა, მიუხედავად ამისა, 1900 წლის 17 მარტს, „ტოსკას“ პრემიერა უკვე „ლა სკალაში“ დაიგეგმა, სპექტაკლი არტურო ტოსკანინიმ იდირიჟორა. ოპერა „ტოსკას“ მილანში უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

მალე, „ტოსკა“ გასცდა იტალიის საზღვრებს და აჟღერდა სხვა მუსიკალურ თეატრებშიც. რუსეთში, მარინის საინპერატორო თეატრში „ტოსკას“ პრემიერა, პუჩინისა და სარდუს რედაქციით, 1902 წლის 4 აპრილს შედგა, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ უკვე საბჭოთა რუსეთში, რევოლუციის შემდეგ, პუჩინის „ტოსკას“ სახელი შეუცვალეს და „ბრძოლა კომუნისთვის“ დაარქვეს. მოქმედება მიმდინარეობდა 1871 წლის პარიზში და მთავარი მოქმედი გმირი იყო რუსი რევოლუციონერი ქალი ჟანა დმიტრიევა, მისი შეყვარებული კი კომუნარი-არპენი, რაც შეეხება სკარპიას, იგი, ვერსალის ჯარების უფროსი გარიფე.

მსოფლიო პრემიერების ტალღაში მალევე მოექცა საქართველოც. თბილისში, „ტოსკა“ 1904 წლის 5 თებერვალს შესრულდა და ეს იყო საბენეფისო სპექტაკლი რენე რადინასთვის, გლადკოვისთვის და ფიგნერისთვის.

მისი არსებობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ბათუმის საოპერო დასი, „ტოსკა“-ს პირველად შეასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42