„ფონდი ნატახტარი“: მზრუნველობამოკლებული ბავშვების და მოზარდების პრობლემის ეპისტოლეში ხსენება პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
საზოგადოება - 19:33, 05 May, 2016     2038

„ფონდი ნატახტარი“ ეხმაურება სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოზარდების პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პატრიარქის მიერ პრობლემის აქტუალიზაცია ხელს შეუწყობს მის მოგვარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის მიღწევას.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით: „მინდა მადლობა გადავუხადო პატრიარქს სააღდგომო ეპისტოლეში მზრუნველობამოკლებული მოზარდების საკითხის დასმისთვის. „ფონდი ნატახტარი“ უკვე 5 წლის განმავლობაში ეხმარება ზრუნვას მოკლებული მოზარდების გაძლიერებას - მათ განათლებასა და დასაქმებას, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით ეს საკითხი და გვესმის პრობლემის სიღრმე. მინდა აღვნიშნო ბოლო პერიოდში დაწყებული კამპანიის „ყველა ბავშვი ოჯახში“ მნიშვნელობაც. ვფიქრობ ეს კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთი პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანდეს სახელმწიფო, ეკლესია, ბიზნესი და სამოქალაქო სექტორის და ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ მოზარდების გაძლიერებას, იქნება ეს განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების პერსპექტივის შექმნა თუ ოჯახის გაძლიერება - ფონდი სამივე მიმართულებით აქტიურობს“.

შეგახსენებთ, რომ სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემებს და საზოგადოებას, სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი თანადგომისკენ მოუწოდა. „უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ“.

ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი. „ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება“.

„ფონდი ნატახტარის“ პროექტი „იზრუნე მომავალზე“ 5 წლის განმავლობაში ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს მთელი საქართველოს მასშტაბით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსთან“ ერთად, ამ ხნის განმავლობაში უკვე დაიხარჯა 600 ათას ლარზე მეტი მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების მიმართულებით. ფონდი კვლავ აგრძელებს თანხების შეგროვებას და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერის პროგრამას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42