აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ნდობა იზრდება
საზოგადოება - 13:39, 05 May, 2016     1339
აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 74 პროცენტი ენდობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ფიქრობს, რომ ბიურო მასზე დაკისრებულ მოვალეობას კანონისმიერად ასრულებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, რაც უკუკავშირია იმ პოლიტიკისა, რასაც ბიურო 2013 წლის შემდეგ ახორციელებს. კერძოდ, ბიურომ მიზნად დაისახა, რომ იძულებითი ღონისძიებების დადგომამდე, მიმართოს საკუთარი რესურსი დავების მორიგებით დასრულებისკენ. სწორედ ამ მიზნით უწყებაში შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომელიც ცდილობს მხარეთა შეხვედრების, მოლაპარაკებების ორგანიზებას, რათა ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულება მოხდეს ისე, რომ ამავდროულად დაცული იყოს ორივე მხარის სამართლებრივი უფლებები.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით 160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42