,,გოგირდის აბანოების 6 ტყუილი“ - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბანოებს შანტაჟში ადანაშაულებს
საზოგადოება - 15:31, 04 May, 2016     9454
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალურ ოფისში კომპანიის იურიდიულმა მრჩეველმა იმედა დვალიძემ პრესკონფერენცია გამართა თბილისის აბანოების წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის თაობაზე.

პრესკონფერნეციაზე, კომპანიის სამართლებრივმა კონსულტანტმა ისაუბრა დავის მნიშვნელოვან დეტალებზე და უპასუხა იმ ბრალდებებს, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, აბანოების წარმომადგენლების მხრიდან ისმის მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში.

დვალიძემ გოგირდის აბანოების ადმინისტრაცია ტყუილში დაადანაშაულა, რაზე აპელირებითაც, მისი თქმით, აბანოების მეპატრონეთა წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოების, მათ შორის, მედიის, სასამართლოს და ხელისუფლების შეცდომაში შეყვანას.

დვალაძემ ტყუილის 6 ფაქტზე ისაუბრა და თითოეულ მათგანზე განმარტება გააკეთა, კერძოდ:

ტყუილი # 1

GWP მონოპოლისტია და ბოროტად სარგებლობს თავისი მდგომარეობით.

პასუხი #1 ტყუილზე:

კომპანია ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიაა, რომელიც სერვისის სპეფიციკურობიდან გამომდინარე ასეთი სახით არსებობს.

კომპანიის საქმიანობას მკაცრად არეგულირებს კანონმდებლობა, სემეკი და ანტიმონოპოლიური რეგულაციები.

ტყუილი # 2

GWP ცდილობს ხელი შეუწყოს აბანოების ბიზნესის სხვების მიერ „ხელში ჩაგდებას“

პასუხი #1 ტყუილზე:

საქმე ეხება ბიზნესსუბიექტებს შორის არსებული დავალიანების გასტუმრების თაობაზე დავას.

კომპანიის მოთხოვნები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და კანონის აღსრულება არის მთავარი მოთხოვნა.

ტყუილი # 3

აბანოებს ტარიფი გაეზარდათ 2015 წლის თებერვლიდან

პასუხი #3 ტყუილზე:

ტარიფი არ გაზრდილა, პირიქით - შემცირდა. 90 თეთრის ნაცვლად, ახლა ტარიფი შეადგენს 85 თეთრს.

აბანოების შემთხვევაში, საქმე ეხება აღრიცხვიანობის მოწესრიგებას. სწორედ ამის საფუძველზე, 2015 წლის თებერვლიდან გაიზარდა მოცულობა და არა - ტარიფი.

ტყუილი # 4

ახალი გადასახადი აბანოების ბიზნესს წამგებიანს ხდის.

პასუხი #4 ტყუილზე:

საშუალოდ, აბანოები გადაიხდიან თვეში 5000 ლარს კომპანიის მომსახურებაში და გამოდის რომ, ეს დამატებითი 5000 ლარი „ანგრევს“ მთელ ბიზნესმოდელს?

დაახლოებით იგივე მოცულობის გადასახადს იხდიან აბანოები გოგირდის წყლებში, ელექტროენერგიის მოხმარებასა და სხვა სერვისებში. მხოლოდ GWP-ის გადასახადი რატომ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, ან მხოლოდ GWP-იმ რატომ უნდა გაითვალისწინოს აბანოების ბიზნესინტერესები და არა სერვისების სხვა მიმწოდებლებმა?

ტყუილი # 5

აბანოები იხდიან გადასახადს მაშინაც, როდესაც არ მუშაობენ.

პასუხი #5 ტყუილზე:

აბანოების ბიზნესი 24-საათიან მომსახურებაზეა გათვლილი. თუ ისინი რესურსებს ვერ იყენებენ 100%-იანი დატვირთვით, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესრისკი, რომელიც დამახასიათებელია აბანოებისთვის.

GWP -იც 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველვყოფს აბანოებს და წევს შესაბამის ხარჯებს.

ტყუილი # 6

დაგროვილი დავალიანების გადახდა გააკოტრებს აბანოებს და ისინი დაიკეტებიან!

პასუხი #6 ტყუილზე:

GWP სთავაზობს აბანოებს რესტრუქტურიზაციის გეგმას და მზად არის მოლაპარაკებისთვის!

ჩვენი ინტერესი არსებული პრობლემის მოგვარებაა

დვალიძის განმარტებით, ცივილიზებული ურთიერთობები ითვალისწინებს ან გულისხმობს, რომ გოგირდის აბანოების მესაკუთრეები, ან უნდა შეეგუონ არსებულ ვითარებას, მიიღონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კეთილი ნება და დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე სამსჯელოდ განეწყონ, ან საკუთარი არგუმენტებით (თუკი ასეთი გააჩნიათ) უნდა წარსდგნენ სასამართლოში.

,,ყველა სხვა შემთხვევა, იქნება ეს საპროტესტო აქციები აბანოების მომსახურე პერსონალის ფონზე, აბანოების დახურვის მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია, არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის მცდელობა.

ჩვენი კომპანია კი შანტაჟს არ ექვემდებარება, შანტაჟით გადაწყვეტილებები არ მიიღება. სიმართლე ერთია, ის ცხადია და ის არ არის გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მხარეზე. სწორედ, ამიტომაც გაურბის მას უარგუმენტო ოპონენტი მხარე და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი, იმედა დვალიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42