ღარიბებს დენზე ფასი დაუკლეს, თუმცა არა ყველა ღარიბს. დაიკლო გაზმაც და სოფლებშიც შევიდა, მაგრამ სახლებში მის შეყვანას მხოლოდ 25% ახერხებს, დანარჩენს ფული არ აქვს, ამ ფონზე 18 ათას ოჯახს ფინანსური შემწეობაც შეუწყდა.
ორი წელია ლიტველი ინვესტორი კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან გავიდა, საერთო მრიცხველების პრობლემა კი მთავრობას დარჩა. შედეგად კი მომხმარებელი სულ უფრო მსხვილ ქვითარს იღებს, თუმცა ვერ გაუგია, რატომ? განმარტებას კი მათ არავინ აძლევს.
მომხმარებელთათავის დენის ტარიფის 4 თეთრით გაიაფება, აღმოჩნდა, რომ კახეთს არ ეხება და არც დასავლეთში მცხოვრებ ასობით ოჯახს, რომელიც ,,ენერგოპროჯორჯიას" მომხმარებელია.
ხაშმის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია ჩაჭრილი აქვს, გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და საერთო მრიცხველების გამო, სოფელს დიდი დავალიანება ერიცხება, თანხა ოჯახებზე ნაწილდება და თითოეულს 300-400 ლარიანი დავალიანება ერიცხება.
,,ბიზნესკურიერთან" საუბარში ერთ-ერთი ოჯახი აცხადებს, რომ დენი ჩაჭრეს, თუმცა დავალიანება მისი ოჯახის არ არის, რადგან ისინი დენს იხდიან. ასეთი ოჯახები სოფლის უმრავლესობას წარმოადგენს.
კახეთის ენრგოდისტრიბუციის კომპანიას, რომელიც გაკოტრების რეჟიმში მუშაობს, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა, თუმცა სოფლის დიდი ნაწილი ამ დრომდე ათწლეულების წინანდელი მრიცხველების ჩვენებას ეყრდნობა.
ხაშმის მცხოვბრები მანანა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ როგორც ადრე ხდებოდა ეგზეკუცია, ასე მიდიან სოფლეში ჯგუფებად და ოჯახებს დენს უჭრიან, მისივე თქმით, გაკოტრებულ ენერგოკმპანიას როცა გაუჭირდება, ფულის ამოღებისვთის დადის.
მოსახლეობის განცხადებით, გადახდის მიუხედავად, მათ მომდევნო თვეში კიდევ უფრო მეტი გადასახადი მისდით.
მოსახლეობა ენერგოსისტემის გამართვას ითხოვს, რადგან მოშლილი სისტემა უკვე საშიშროებას წარმოადგენს.
ხაშმის მოსახლეობა უკანონოდ დარიხული ენერგოდავალიანების ჩამოწერას ითხოვს. დახმარებას კი ენერგეტიკის სამინისტროს და ენერგოომბუცმენს სთხოვენ.
ენერგეტიკის სამინისტრო ამ კითხვებს ჯერ-ჯერობით პასუხს არ სცემს.
მასალის გამოყენების პირობები






