ბოტანიკური ბაღის დასაცავად საპროტესტო აქციების ტალღა 7 მაისიდან დაიწყება
საზოგადოება - 14:03, 03 May, 2016     3036

25 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი საზოგადოებრივი გაერთიანება "ერთად" ბოტანიკური ბაღის დასაცავად შაბათს, 13:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას, ასევე შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეწყვეტას და ტერიტორიის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ.

არასამთავრობოებს პარალელურად შეაქვთ განცხადებები თბილისის საკრებულოში და პარლამენტში. ისინი ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას მოითხოვენ.

"თბილისის ჰამქარის" ხელმძღვანელის ცირა ელისაშვილის განაცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტსა და საკრებულოში შევა მიმართვა, რათა აღნიშნული სახელმწიფო უწყებები დაინტერესდნენ ქალაქის ეკოლოგიური პრობლემებით და ბოტანიკური ბაღის საკითხი განხილული იყოს სხდომებზე საზოგადოების ჩართულობის ფონზე.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ საკითხები პარლამენტის და საკრებულოს დონეზე იქნეს განხილული საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე. ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ, როგორც მხარე. ამით საშუალება გვექნება დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კონტექსტში დაირღვა კანონი როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილი დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას მოუწოდებს, საკრებულოში მივიდეს და საკითხით დაინტერესდეს.
"ორი კვირაა ნარმანია იმალება და მხოლოდ პრესსამსახური აკეთებს განცხადებებს. დავით ნარმანიას ამ მტკივნეულ საკითხზე სიტყვა არ უთქვამს. მე ძალისხმევას არ დავაკლებ, რომ თბილისის საკრებულოში მოეწყოს საზოგადოებრივი განხილვა და სხდომას თბილისის მერი დაესწროს“, - განაცხადა ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42