მაგალი თოდუა 1927 წელს მარტვილის რაიონი, სოფელი სალხინოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.
1950-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008წწ. იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი.
1995-2008 წლებში იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 2008 წელს კი მან ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემია, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ირანისტმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






