პაშა ბანკის სააღდგომო ქველმოქმედება
საზოგადოება - 13:03, 03 May, 2016     1901
პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად საქველმოქმედო აქტივობით მიულოცა. ბანკმა მათი სახელით თბილისის SOS ბავშვთა სოფელში გადარიცხა თანხა, რომლითაც დაიფარება იქ მცხოვრები ყველა აბიტურიენტის ინგლისურ ენაში მომზადების მთელი წლის ხარჯი.

ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციისთვის ხელშეწყობა.

„პაშა ბანკი უკვე სამი წელია ოპერირებს საქართველოში როგორც რეგიონალური კორპორატიული და საინვესტიციო ბანკი. დაარსების დღიდან ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ბანკის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. შარშან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ გადავრიცხეთ გარკვეული თანხა ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“. გადავწყვიტეთ, რომ წელსაც კეთილი საქმით აღგვენიშნა აღდგომა და თანაბრად გავუზიარეთ სიხარული, როგორც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და კლიენტებს, ასევე საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს,“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი მადლიერებას გამოთქვამს პაშა ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედებისთვის, ვინაიდან რესურსების უანგაროდ მობილიზაცია და განათლებაში მიმართვა ხელს უწყობს ბავშვების წარმატებულ მომავალს. პაშა ბანკის სახით საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა საიმედო პარტნიორი შეიძინა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ბიზნეს სექტორის ამგვარი მონაწილეობა სასარგებლო შედეგებს მოიტანს როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.“ - განაცხადა ნოდარ თოფურიძემ, “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ადვოკატირების მრჩეველმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42