მეუფე წლების წინ მომხდარ ფაქტსაც იხსენებს, როცა სიონის საკათედრო ტაძრიდან საქართველოს პატრიარქის ღვთისმშობლის ოქროს ხატი დაიკარგა.
,,მაშინ არ იყო სამების ტაძარი აშენებული. სიონის საკათედრო ტაძარში მის უწმინდესობას აჩუქეს ტრაბეზზე დასადგამი, მომცრო ზომის ღვთისმშობლის შესანიშნავი ოქროს ხატი. ეს ხატი ტრაპეზიდან დაიკარგა. მისი უწმინდესობის აცრემლებული თვალები მახსოვს, რომელიც ამბობდა: არც მოიკითხოთ და არ დაიწყოთ გამოძიება, ვინ ქნაო. რა საცოდავია, ვინც ეს გააკეთაო, - ამბობდა. მახსოვს, მამა თეიმურაზმა, რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო, აღნიშნა, რომ რადგან წმნიდა ტრაპეზს ეხებიან მხოლოდ დიაკვნის ხარისხიდან ზემოთ ხარისხები, ამ მასაში მოვიკითხოთო. მაშინ გამეცინა და ვუთხარი, - როცა ადამიანი ამ რაღაცას აკეთებს, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ის სად დევს, ტრაპეზზე თუ სხვაგან სადმე?! ასეთი რამეც კი მოხდა და ეს არ გამიკვირდება“ - ჰყვება მეუფე მელქისედეკი.
მასალის გამოყენების პირობები






