მათი თქმით, ყველა მიღებული გადაწყვეტილება ერთ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგამ ამ ყველაფერს ერთი ადამიანის სახელი და გვარი უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ გადაწყვეტილებები გაუქმდეს, ვიდრე საკითხზე მსჯელობა არ გაიმართება. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია და ამაზე ფართო დისკუია უნდა იმართებოდეს.
ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ ჩამოყალიბებული განაშენიანების სტრუქტურების გარეთ მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს, ისევე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია.
"პანორამა თბილისს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას, ამ 30 ჰექტარს, ჩვენ განვიხილავთ ერთიან კონტექსტში. იმიტომ რომ ეს უკავშირდება ერთი ადამიანის სახელს და გვარს. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გვექნება კონსულტაცია, იმისათვის, რომ ის პირობები, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ, პოლიტიკურ კონტექსტში იყოს გადატანილი. სხვა შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ქალაქს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ", - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






