ჟურნალი „პირველი კულინარი“ - სააღდგომო პასკის გამოცდილი რეცეპტი
კულინარია - 18:31, 29 Apr, 2016     8665

ჟურნალი „პირველი კულინარი“/ Pirveli Culinary - cooking magazine სააღდგომოდ პასქის გამოცდილი რეცეპტს გვთავაზობს ნანა გიორბელიძისგან.

ავიღოთ 5 სავსე ჩაის კოვზი დროჟი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა რძე, თითს რომ კბენს ისეთი,დავამატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი,1 სუფრის კოვზი შაქარი,ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი,იმდენი, რომ მივიღოთ ოლადების ცომის სისქე,დავახუროთ თბილად, გავაჩეროთ 1 საათი, როცა ამოვა, დავამატოთ კიდევ 1 ლიტრი თბილი რძე, ისევ ფქვილი დავამატოთ იმავე სისქის მიღებამდე და ისევ თბილად დავდგათ ამოსასვლელად.

ავიღოთ 10 ცალი კვერცხი,1 კგ. შაქარი, ავთქვიფოთ კარგად დავამატოთ თითო ჩაის კოვზი ჯავზი ( მუსკატის კაკალი), ილი (კარდამონი) მიხაკი და დარიჩინი, სუნელები წინასწარ მინიმუმ 1 საათით პატარა ჭიქაში ჩავყაროთ და ცოტა კონიაკი ან არაყი დავასხათ, ეს უფრო ამძაფრებს არომატს, სუნელებიდან შეიძლება ამოვაკლოთ მიხაკი ან დარიჩინი, ილი და ჯავზი კი აუცილებელია და ერთ კოვზზე მეტიც შეიძლება, დავამატოთ ასევე ვანილი, 1 ცალი მოზრდილი კანიანად გატარებული ლიმონი, ამოსულ დროჟიან მასაში, (რუსულად-опара) ჩავუშვათ ნელ- ნელა, კარგად მოვურიოთ და დავიწყოთ ფქვილის შეზელა, კარგად და დიდხანს ვზილოთ, ფქვილი მთლიანობაში 3 კგ მოვიმარაგოთ, თუმცა შეიძლება მთლიანად არ დაგვჭირდეს.

შუა შეზელვაში დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში, (ქიშმიში ცომში თანაბრად რომ განაწილდეს, წინასწარ პატარა ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და მთელი ქიშმიში კარგად ამოვგანგლოთ ფქვილში და ისე დავუმატოთ) ბოლო წლებში ცუკატებსაც ვამატებ და ძალიან უხდება, დავამატოთ წინასწარ გამდნარი და გაციებული 500გრ. კარაქი,3 სუფრის კოვზი ზეთი და ვზილოთ კიდევ კარგად, პერიოდულად ხელები შეგვიძლია ზეთში დავისველოთ, მზა ცომი ხელებზე არ უნდა გვეკრობოდეს. ცომი კარგად, თბილად შევფუთოთ, როცა ამოვა, ჩავზილოთ ზეთში დასველებული ხელებით, მეორედ ვაცალოთ ამოსვლა, ისევ ჩავზილოთ და კარგად შეფუთული დავდგათ თბილ ადგილას საბოლოოდ ამოსასვლელად.

გავამზადოთ ფორმები, ან ჩვეულებრივი ქვაბები, ემალის ქვაბებშიც კარგი გამოდის ( მე წელს ქაღალდის ფორმები მივიმარაგე), ქვაბებს შიგნიდან კარგად წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ დაფქული ორცხობილა, ჩავალაგოთ ცომი ნახევარზე ნაკლები, დავდგათ თბილ ადგილას, როცა კარგად ამოვა, წავუსვათ თავზე ცოტა რძესთან ერთად ათქვეფილი მთლიანი კვერცხი, შევდგათ გამოსაცხობად. ცეცხლი ძალიან მაღალი არ უნდა იყოს, ცხვება დაახლოებით 40-45 წუთი, თუმცა ეს ფორმების ზომაზეცაა დამოკიდებული. მზადყოფნა შევამიწმოთ ხის ჩხირით. ქვაბებიდან მზა პასკა ადვილად რომ ამოვიდეს, დავიდგათ ცივი წყლით სავსე ჯამი, თითოეული ქვაბი შიგ ჩავდგათ 1-2 წუთი და შემდეგ გადმოვაბრუნოთ, ცოტა რომ შეგრილდება, მოვაყაროთ თავზე შაქრის პუდრა.

მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ცომს ვამზადებთ და ვაცხობთ, სამზარეულოში უნდა თბილოდეს და არსაიდან არ უნდა უბერავდეს, ფქვილი უნდა იყოს აუცილებლად უმაღლესი ხარისხის. ყველას გისურვებთ წარმატებას!!!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42