თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურის სამინისტროსგან დოკუმენტაციის გადაცემას მოითხოვენ. აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ საბუთების შესწავლის შემდეგ სასამართლოს მიმართონ.
მესამე სექტორს კითხვები ბოტანიკური ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებითაც აქვთ.
მომავალი კვირიდან საპროტესტო აქციების განახლებაც იგეგმება.
მესამე სექტორის მტკიცებით, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს იმ 4 ჰექტარ მიწის ფართობსაც, რომელიც ბოტანიკურმა ბაღმა ბიძინა ივანიშვილს გადასცა. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად კულტურის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა იყო საჭირო, მსგავსი ნებართვის ამსახველი დოკუმენტაცია კი ამ დრომდე არ არის გასაჯაროებული.
"იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი არ შეაჩერებს აუქციონს და მაინც მიიტაცებს იმ 29 ჰექტარს და წაიღებს, ბუნებრივია დაიწყება, ფართომასშტაბიანი აქციები, რომელიც დასრულდება ამ 29 ჰექტრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებით. არჩევანი არის ივანიშვილზე", - აცხადებს ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






