საიას და ტფილისის ჰამქარის ერთობლივი განცხადება თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით
საზოგადოება - 16:17, 28 Apr, 2016     2387
თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საია და ტფილისის ჰამქარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით თბილისის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება, გაუმჭვირვალედ იქნა მიღებული და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილების მსგავსი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

„როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, შპს „ფინსერვისი XXI”-ს 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც კომპანიასა და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდა.

გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და პირველ რიგში განვაცხადოთ, რომ გადაწყვეტილება თბილისის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კორექტირების შესახებ, მიღებული იქნა გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილების მსგავსი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია ასევე, რომ:

- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე თბილისის ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამდენად, ბაღი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც კანონით არის დადგენილი;

- მიუხედავად თბილისის მერიის განცხადებისა, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად, თბილისის მერიას არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ე.წ. დაკორექტირებული ტერიტორია არ განეკუთვნებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში განხორციელდა;

- თბილისის ბოტანიკური ბაღის სტატუსის გათვალისწინებით, უცნობია ბაღის საკუთრებაში არსებული ფართის კორექტირების დროს ინფორმირებული იყო თუ არა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული ორი ადმინისიტრაციული ორგანოს შესაძლო მონაწილეობის გარეშე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს.

საია და ტფილისის ჰამქარი კვლავაც მიადევნებს თვალს თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42