ღონისძიება გაიმართება, შაბათს, 23 აპრილს, 12:00 საათზე.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სერტიფიკატები გადაეცემა შემდეგი დარგობრივი კურსების მსმენელებს: საჯარო ორგანიზაციების მართვა; ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება, საჯარო ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები; საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. სერტიფიკატი გადაეცემა 43 საჯარო მოხელეს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მაღალმთიანი რეგიონებიდან.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აღნიშნულ ღონიძიებაზე იწვევს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს - თამარ სანიკიძეს, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ასევე, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.
სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ხორციელდება შემდეგი პროგრამების ფარგლებში: ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება“, ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა” და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა“.
სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.
მასალის გამოყენების პირობები






