ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ე.წ უსახლკაროთა თავშესაფარში ბიბლიოთეკა გაიხსნა
საზოგადოება - 12:48, 28 Apr, 2016     1658

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ე.წ უსახლკაროთა თავშესაფარში ა.ა.(ი).პ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნა.

ბიბლიოთეკის გახსნას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ესწრებოდა.

თავშესაფარში ბიბლიოთეკის გახსნის იდეა ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ლიკა ბაქანიძეს ეკუთვნის.

ამ დროისათვის ფილიალს ხუთასამდე წიგნი გადაეცა, მათ შორის კლასიკური ჟანრის ლიტერატურა. ბიბლიოთეკა ასევე კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა. უახლოეს პერიოდში კი თავშესაფრის მობინადრეები wi-fi-ის უფასო ქსელით ისარგებლებენ.

“თავშესაფარში ბიბლიოთეკის ფილიალის გახსნის იდეა მერს შევთავაზე. პროექტი შეთავაზებიდან მალევე განხორციელდა. მინდა ავღნიშნო, რომ უკვე ორმოცი წელია რაც ბიბლიოთეკის დირექტორი ვარ და ამ წლების მანძილზე ფილიალის გახსნა პირველად გახდა შესაძლებელი“ - აღნიშნა ა.ა.(ი).პ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ლიკა ბაქანიძემ.

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს უკვე ბიბლიოთეკით სარგებლობის საშუალებაც ეძლევათ, წიგნების რაოდენობა გაიზრდება და ვფიქრობ, რომ აქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მისთვის საინტერესო წიგნის მოძიების საშუალება მიეცემა. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს უკვე ვესაუბრეთ და მალე ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურითაც შეივსება. ქალაქის მერია თავშესაფრის მობინადრეებზე ზრუნვას და თანადგომას აქტიურად აგრძელებს. “- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42