28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა
საზოგადოება - 19:32, 27 Apr, 2016     1152
28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით პროფკავშირების წარმომადგენლები, 28 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან და საზოგადოებას შეახსენებენ იმ უბედური შემთხვევების შემაძრწუნებელ სტატისტიკას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა. საუბარია სამუშაო ადგილზე ასობით დაღუპულსა და მძიმედ დაშავებულზე, ასევე იმ აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც მთავრობამ უნდა მიიღოს.
"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით 2007-2015 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 356 დასაქმებული დაიღუპა და 642 მძიმედ დაშავდა, მხოლოდ 2015 წელს გარდაიცვალა 42 და მძიმედ დაშავდა 80 ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს სრულ სურათს, რადგან საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია და მას შრომის კომპეტენტური ორგანო უნდა აღრიცხავდეს. ასეთი ორგანო მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში შრომის ინსპექციაა, რომელიც საქართველოში მიუხედავად ორწლიანი ფორმალური არსებობისა - კვლავაც უფუნციო და არაეფექტურია.
შესაბამისად, საქართველოს პროფკავშირები მოითხოვს:
1) 8 საათიან გარანტირებულ სამუშაო დღეს;
2) ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დისკრიმინაციული წესის შეცვლას;
3) დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესებას;
4) ახალგაზრდების დასაქმებას და მათი შრომითი უფლებების დაცვას;
5) უმუშევრობის შემწეობის დაწესებას;
6) საწარმოო უბედური შემთხვევების დაზღვევის შესახებ კანონს;
7) პროფკავშირული აქტივისტების დევნის შეწყვეტას;"- აღნიშნულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42