დღეს ფრონტის ხაზი რუსთავი 2-ზე გადის - მესამე სექტორი
საზოგადოება - 13:23, 27 Apr, 2016     1774

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმიდნარეობს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მედიასთან კომენტარი გააკეთეს თამარ კინწურაშვილმა და სალომე სამადაშვილმა.

„პროცესზე რუსთავი 2-ის მხარემ დააყენა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება, იმ წინასწარი განცხადებების გამო, რომელიც მოსამართლეთა ერთობის წევრმა გააკეთა ურთმელიძესთან დაკავშირებით, კერძოდ, შეაფასა ეს რუსთავი 2-ის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დარღვევად, რაც ბუნებრივია, ბადებს ეჭვებს მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. საეჭვოა ისიც, რომ მოსამართლეთა ერთობას არ გაუკეთებია არცერთი განცხადება იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთებულ კომენტარზე, როდესაც ის სასამართლოს ამ საქმის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებდა. როდესაც სასამართლო ხელისუფლების მხრიდან არ აღიქვამს მედია ზეწოლას და ერთ ერთი მხარის შეფასებებს აფასებს გამოხატვის სტანდარტის დარღვევად, ეს ბუნებრივია ბადებს ეჭვებს. იმედს გამოვთქვამ, რომ მოსამართლეები გააცნობიერებენ იმას, რომ საქმე არ ეხება უბრალო საკითხს და ეხება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხს, რადგან წინასაარჩევნოდ პლურალისტური გარემოს შენარჩუნება თუ გვსურს, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

მედიასთან აღნიშნულ თემაზე ისაუბრა დიპლომატთა კლუბის წევრმა, სალომე სამადაშვილმაც. მისი თქმით რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები უარყოფითად აისახება ქვეყნის ერვროპულ სტრუქტურებთან დაახლოებაზე:

„ჩვენ ვნახეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ევროკავშირმა ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი მცდელობა მათი მხრიდან, ჩაერიონ თავისუფალი მედიის დამოუკიდებლობაში და კერძოდ, მფლობელის შეცვლის გზით შეცვალონ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა, იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. საქართველოსა და ევროავშირს შორის მიმდინარე ურთიერთობებისთვის. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ფრონტის ხაზი საქართველოს დასავლური მომავლის თვალსაზრისით გადის სწორედ რუსთავი 2-ზე. თუ ხელისუფლება ხელს არ აიღებს მცდელობაზე შეცვალოს ამ არხის მფლობელები, ეს სავალალო შედეგებით დასრულდება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის თვალსაზრისით და ჩვენ დავკარგავთ შანსს მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რისთვისაც დიდი ხანია ვიღწვით“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით რუსთავი 2-ის თემა ყველა კონტექსტში წამოიჭრა, მათ შორის პრემიერის ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვიზიტისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42