„ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე მედიასთან მიმდინარე მოვლენებზე“, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისი თქმით ის რუსთავი 2-ის პროცესზე მოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი ისმოდეს.
„პირველ რიგში მე აქ ვიმყოფები თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი ისმოდეს, არ შეიძლება ყველა ერთ ენაზე საუბრობდეს. რუსთავი 2-ის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად უნდა ისმოდეს ყველა ოჯახში, ნებისმიერ შემთხვევაში. რაც შეეხება პროცესის დაჩქარებას, ის მართლაც ძალიან საეჭვოდ ფორსირებულად დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასა და სასამართლოს მართებს მეტად დაფიქრება. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე მედიასთან მიმდინარე მოვლენებზე. თუ ასე ძალიან ზრუნავს სასამართლო მედიის თავისუფლებაზე, საინტერესოა, რატომ არ ჩაინიშნა არცერთი სასამართლო სხდომა ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგაა მიმართული. მით უფრო მაშინ, როცა მსგავს ფორსირებულ რეჟიმში მიდის სასამართლო პროცესები რუსთავი 2-თან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






