გაქურდული სახლებიდან ორში სასურსათო მაღაზია იყო განთავსებული.
როგორც ადგილობრივები "გურიის მოამბეს" ატყობინებენ, 9 შემთხვევიდან ამ დროისთვის გახსნილი არც ერთი არ არის.
დაზარალებულები კი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ქურდები ძირითადად გვიან, ღამის საათებში მოქმედებენ. მიაქვთ ძვირფასეულობა, სურსათ-სანოვაგე, თხილი, თანხა.
დაზარალებულთა აზრთ, გამოძიებას აფერხებს ის, რომ ქურდები სავარაუდოდ სპეციალური ხელთათმანებით სარგებლობენ და კვალს არ ტოვებენ.
შემოქმედლები შესაბამის ორგანოებს დახმარებას და მომხდარ ფაქტების დროულად გამოძიებას სთხოვენ: "დაღამების გვეშინია უკვე. დახურულ კარს მიღმა შიშში გვითენდება"-გვეუბნებიან ადგილობრივები და ეჭვობენ, რომ სოფელში ქურდობების სერია კარგად ორგანიზებულ ჯგუფს უკავშირდება, და ისინი კარგად იცნობენ თითოეულ ადგილობრივს, მის ფინანსურ თუ მატერიალურ შესაძლებლობებს.
ერთი თვის წინ შემოქმედში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრიც გაქურეს, საიდანაც 2000 ლარია წაღებული.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევბიდან 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას ითვალისწინებს. ერთი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები