სასულიერო პირებმა კი მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს.
"ერთ-ერთმა ქალბატონმა საყურეები შესწირა, ჩვენ შესაწირი ყოვლადწმიდა სამების სახელობის ხატზე დავკიდეთ, მოგვიანებით იგივე ქალბატონმა ვერ შენიშნა ეს სამკაული და გვითხრა, რის შემდეგაც მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს"- აღნიშნა მამაომ.
არქიმანდრიტისთვის უცნობია რა რაოდენობის ოქროს ნივთებია მოპარული.
"ხატებზე შემოწირულობის ძალიან მცირე ნაწილს ვკიდებდით დანარჩენი საცავში ინახება"- თქვა სასულიერო პირმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი, სავარაუდოდ, სამებაში გაჩენილ ხანძრამდე ჰქონდა.
"საყურის დაკარგვის შესახებ ქალბატონმა უფრო ადრე შეგვატყობინა ვიდრე ხანძარი მოხდებოდა"- აღნიშნა სამების წარმომადგენელმა.
რაც შეეხება უშუალოდ 20 მარტს გაჩენილ ხანძარს, სასულიერო პირის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
სამების საკათედრო ტაძრიდან ძვირფასეულობის დაკარგვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები