რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო შეიქმნა
სპორტი - 14:07, 26 Apr, 2016     10760

შევარდენის სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭო რაგბის კავშირის ინიციატივით ახლახანს ჩამოყალიბდა, რომელიც მსგავს შეხვედრებს პერიოდულად გამართავს.

მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანი გარეშე პირებისგან ახალი იდეებისა და მოსაზრებების მოზიდვა, მათი განხილვა და განხორციელებაა. თუმცა ეს წრე არ წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს.

„მრჩეველთა საბჭო ჩვენი სპონსორების წარმომადგენლებისგან, გულშემატკივრებისგან, აქტიური მეგობრებისგან და სხვა შესაბამისი ინტელექტის მქონე კრეატიული ადამიანებისგან შედგება. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ მრჩეველთა საბჭო არ ღებულობს გადაწყვეტილებებს, ეს არის უბრალოდ სათათბირო საბჭო. აბსოლიტურად ყველა საკითხზე, რაც რაგბს უკავშირდება - ეს იქნება ორგანიზაციული საკითხები თუ სპორტული საკითხები, მოვისმენთ მოსაზრებებს, ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე რაგბის მომავალი განვითარების კუთხით.“ - აღნიშნავს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

საბჭოს ამჟამინდელი წევრები არიან კომპანია “ნატახტარის” მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი, “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია “სილქროუდის” წარმომადგენელი კაკი რამიშვილი და სხვა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

არსებული წრე დახურული არ არის და დამატებითი წევრების არჩევა მოხდება ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა 19 მაისს იგეგმება.

შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "ნატახტარს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია „ნატახტარი“, რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 ათასი ლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა. მნიშვნელოვანია, კომპანია „ნატახტარი“ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42