კომპანია "თელასის" ცნობით 26 აპრილს გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, ქუმსიაშილის, გრიშაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანაძის, წალკის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის, არტურ ლაისტის, მანავის, მალხაზის, ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ჩკალოვის, ბოლნისის, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის და დარსიჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის, მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრის), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, ბათუმის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილსანერგე-მეურნეობის, დადიანის, ინტერნატის, სამღერეთის, ზაქარაიას, ურიდიას, თიგიშვილის, კაჭრეთის, კახიანის, ნოსტეს და ფილიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






