როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, იძულებით გადაადგილებული პირთა განცხადებით, დასახლებაში სასმელი წყლი დაბინძურებულია აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველო კი პრობლემის მოგვარებაზე არ ზრუნავს.
დევნილთა განცხადებით, გავრცელებულმა ინფექციამ მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქნნა, ჩასახლებაში მასიურად მოიწამლნენ.
აქციის მიმდინარეობისას ადგილზე აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლი ალექსანდრე ჩიკვაიძე მივიდნენ, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია, დევნილებმა ჩილაჩავა უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძეც.
მანუჩარ ჩილაჩავამ აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ 15 დღის განმავლობაში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და პრობლემაც ეტაპობრივად მოგვარდება.
მასალის გამოყენების პირობები






