თბილისში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრები, როგორებიც არიან : მასიმო აგოსტინელი, ვილიამს კორმონა, ფრანც კლაინზეკი, კონორ მაქქრიდი, ნუნსიო პაცი, ჰუან მიგელ პალაციო, აბდულა ქანდილი, ნელსონ საიერსი, მაიქლ ტურჩინი, მაქს ვიდემენი და დომინგო ზაპატა, რომლის სახელიც საყოველთაოდ არის ცნობილი.
ფოტოზე წარმოდგენილია დომინგო ზაპატას ნამუშევარი.
ესპანელ-ამერიკელი ხელოვანის მხატვრული სტილი ნეო-ექსპრესიონიზმს უახლოვდება. ის ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს და ასევე ქანდაკებებს. მისი სახელი, იმითაც არის განთქმული, რომ ის მაიქლ ჯექსონის სიმღერების თანაავტორია. საქართველოში ზაპატას 5 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორი კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს.
უახლოეს მომავალში თბილისში, ვარდების მოედანზე ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა იგეგმება. ამ პროექტში ჰოერლე გუგენჰაიმის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“.
მასალის გამოყენების პირობები