6 ბავშვი შეიძლება დაობლდეს! სასწრაფოდ თქვენი დახმარებაა საჭირო!
საზოგადოება - 17:52, 25 Apr, 2016     3648
საქველმოქმედო ფონდს „სოციალურ პარტნიორობას“, დახმარების თხოვნით 6 შვილის მამამ, ბადრი ქობულაშვილმა მიმართა. მათი ოჯახის ისტორია მართლაც შემაძრწუნებელია!

2 წლის წინ ბავშვების დედას, თეას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – სიმსივნე! ოჯახმა მთელი თავისი დანაზოგი მკურნალობას მოახმარა. გაყიდეს ყველაფერი რაც ებადათ.

სანამ მეუღლე ავად გახდებოდა, ბადრი მუშაობდა და ოჯახს ინახავდა, მაგრამ როდესაც თეას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მან სამსახურს თავი დაანება, რომ ბავშვებისთვის და ცოლისთვის მიექცია ყურადღება.

ქობულაშვილების ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. ბინის ქირას ვეღარ იხდიდნენ, რის გამოც ქუჩაში აღმოჩდნენ და აეროპორტის დასახლებაში დაუსრულებელ ბეტონის კონსტრუქციას შეაფარეს თავი. ეს შენობა კარცერს უფრო გავს. აქ არც წყალია გაყვანილი და არც კანალიზაცია, დენზე და გაზზე საუბარიც კი ზედმეტია. ხელ–პირის დაბანა ბავშვებს მეზობლებთან უწევთ, სასმელი წყალი ქუჩიდან მოაქვთ.

მათ ერთადერთ ოთახში ,,სამზარეული“ და ,,საძინებელი“ აქვთ მოწყობილი. აქ იმდენად ცივა და ნესტია, რომ კედლებზე ობის სქელი ფენაა მოდებული, სახლის გათბობა არ ხერხდება – შეშას ვერ ყიდულობენ უფულობის გამო. სანთლებსაც ყოველ საღამოს ვერ ანთებენ და როგორც კი დაბნელდება დასაძინებლად წვებიან, რომ ძველი საბნების ქვეშ ცოტა მაინც გათბნენ და ღამე გადააგორონ. ბეტონის ოთხ კედელში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრების გამო, ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ.

ქობულაშვილების მრავალშვილიან ოჯახს არაადამიანურ პირობებში უხდება არსებობა. 6 ბავშვი, რომელთა ასაკი ორიდან თხუთმეტ წლამდეა და მათი დედ–მამა ენით აუწერელ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა კატასტროფულია. საარსებოდ სოციალური დახმარება არ ჰყოფნით! დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ საკვები, მაგრამ 8 სულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ არის... ბავშვები ხშირად მშივრები რჩებიან და უბრალო პურიც კი სანატრელი აქვთ!

თანხის უქონლობის გამო, თეას მკურნალობის შეწყვეტა მოუხდა, მას ეშინია, რომ თუ მისთვის ისევ წამლების ყიდვა გახდება საჭირო, ბავშვები უბრალოდ შიმშილით დაიხოცებიან...

დახმარებას არავისგან ელიან... ექვსი ბავშვი: ავთანდილი, კახაბერი, მიხეილი, ნათია, მარიამი და ბარბარე გულისხმიერ ხალხს დახმარების თხოვნით მიმართავენ, მათ უნდათ, რომ დედიკო კვლავ ჯანმრთელი ჰყავდეთ... მათ არ უნდათ დაობლება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქობულაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. გთხოვთ გვერდში დაუდგეთ მათ და დახმარების ხელი გაუწოდოთ! ამ ოჯახს ესაჭიროება თანხა თეას სამკურნალოდ ასევე საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები ბავშვებისთვის, შეშა და ტანსაცმელი.

თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მათ ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქობულაშვილების ოჯახი) ან გადაიხადოთ პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/projects/129-kobulashvili/

გთხოვთ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის დამდეგს გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილშობილება.

მცირედი თანხის შემოწირვითაც კი, თქვენ აჩუქებთ შანსს გადარჩეს, არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელ ოჯახი, რომელიც განადგურების პირასაა მისული...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42