ვებ-გვერდის მომხმარებელთა ნაწილი ეჭვობს, რომ ძვირადღირებული ბილეთები tkt.ge -მ წინასწარ შეთანხმებით ე.წ გადამყიდველებზე გაყიდა.
"Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 5 წუთში ძვირათღირებული ბილეთების შეძენა შეუძლებელი იყო"- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
"მაინტერესებს 14 წუთში როგორ მოახერხეთ 100-ლარიანი ბილეთების გაყიდვა ???????მაგალითად მე დავუშვი, რომ კუდიანები ხართ და ეშმაკივით სწრაფად მოქმედებთ"- ეს კომენტარიც tkt.ge - ს ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთმა უკმაყოფილო მომხმარებელმა დადო.
ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც.
„მხოლოდ საქართველოში შეიძლება ორჯერ გაყიდინონ ბილეთი. 29 მილიონი რომ გადაიხადეს ბიუჯეტიდან ხომ ჩვენი ჯიბიდანაა და მერე კიდევ ბილეთები უნდა ვიყიდოთ (ისევ ჩვენი ჯიბიდან), ისიც თუ იყიდე კარგია... მაგალითად 40 ლარიან ბილეთს რა აზრი აქვს ვერ ვიგებ. მაგ განლაგებით თვალსაც ვერ მოვკრავთ რა ხდება სცენაზე, ანუ 100, 300 ლარი კიდევ უნდა დავამატოთ რომ კონცერტზე მოვხვდეთ. ახლა ვხვდები როგორ გახდა ის ბრძენი კაცი მილიარდერი... “ - წერს ნანუკა ფეისბუკის პირად გვერდზე.
"ნიუპოსტი" tkt.ge - ს ადმინსიტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე ზარის განხორციელება შეუძლებელია.

მასალის გამოყენების პირობები






