„არ ჰქონდეს ხელისუფლებას ილუზია, რომ ვინმე კიდევ აირჩევს, დამთავრდა მაგათი ბოგინი“- მოსახლეობა აქციებით იმუქრება
საზოგადოება - 15:05, 25 Apr, 2016     3474
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის თემში შემავალი კვირიკეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები მდინარე ბჟუჟის, კვირიკეთი - მაკვანეთის მონაკვეთზე კარიერის არსებობას აპროტესტებენ.
ადგილზე გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს:" არის პრობლემები, გამოვედით, დავათვალიერეთ და დავგეგმეთ მოგვარების გზები. მდინარის დებეტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ყანებს. ხვალ გამოვალთ და კონკრეტულ სამუშაოებს დავგეგმავთ. შეძლებისდაგვარად მოგვარდება ამ ეტაპისთვის პრობლემა და შემდეგ უკვე გაგრძელდება სამუშაოები."- განაცხადა ერქომაიშვილმა.
კარიერზე მუშაობა ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში სამუშაოებს უკვე მესამე კომპანია ატარებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არასწორად შესრულებულმა სამუშაოებმა მდინარეს კალაპოტი შეუცვალა, რაც სამომავლოდ მათ გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის. ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია ამ კომპანიების სახელწოდება და ისიც, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. "მდინარეს მიეცეს მისი კალაპოტი, როგორც ჰქონდა. გარემოს დაცვის ინსპექციიდან არის გაცემული ნებართვა, არასწორი ნებართვაა, ეს არის მთის მდინარე, სწრაფად მიედინება. არასწორად აწარმოებენ სამუშაოებს. სადაც უნდათ, იქ იღებენ მიწას, მდინარე როგორი მიმართულებით წავა, არავის არ აინტერესებს..."- აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი. მის ამ განცხადებას ერქომაიშვილი გამოეხმაურა"
"ჩვენ არავინ არ ვართ? რას ქვია არავის აინტერესებს? მთავრობის წარმომადგენელი მოვედი, დავათვალიერე სიტუაცია და დავგეგმეთ სამუშაოები. აქ არ უნდა იყოს ულტიმატუმების ენით საუბარი. ადგილობრივი: რა ულტიმატუმები, დასჭირდებათ აქ იღებენ, დასჭირდებათ იქ. სოსო: ხო მოვედით, ხომ დავათვალიერე? კვირიკეთელი კაცი ვარ მეც. პრობლემას ხედავთ რამეში, მთავრობამ ყურადღებამ რომ არ მოგაქციათ? მოვაგვაროთ ყველამ ერთად."- განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.
ადგილობრივი მცხოვრებლების მტკიცებით, კარიერის არსებობა, პირველ ყოვლისა, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ამ ადგილას ბავშვები მდინარეზე საბანაოდ დადიან, კარიერი კი თითქმის ექვს მეტრამდეა ჩასული. გარდა ამისა, მოსახლეობის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ამ მიდამოებში ბალახობს. ერთ-ერთი ადგილობრივის მტკიცებით, წყალი მის კარ-მიდამოში შევიდა: „სათხილეში შევიდა წყალი, ოქტომბრის მერეა ასეა. ყველამ დატოვა უყურადღებოდ. შენ გეხებაო, ვისიც არის ნაკვეთი იმას უთხრეს. ეს მდინარე მარტო მას არ ეხება, მთელი სოფლისაა და ყველასია აქაურობა. ისეთი ჩქარი დინების მდინარე, რომელიც ხუთ წუთში შეიცვლის კალაპოტს და წაიღებს ყველაფერს. არც ქონდეს ხელისუფლებას ილუზია, რომ ვინმე კიდევ აირჩევს მათ. მორჩა, დამთავრდა მათი ბოგინი. თქვენ ამბობთ, რომ დაგპირდნენ და არ შეასრულეს? არა, საერთოდ ყურადღებაც არ მოგვაქციეს. დაპირება არ ყოფილა. სადაც ახლა ტრაქტორი მუშაობს, ის არის მაკვანეთის ტერიტორია. სამუშაოების დაწყების შემდეგ, წყალი შევიდა სათხილეში და საკარმიდამო ნაკვეთებში. წყალი დაუმორჩილებელია, მოშალა კალაპოტი. ნოემბრის მერე ასეა. ნოემბრის მერე სხვადასხვა კომპანიები ენცავლებიან ერთმანეთს. წყალს რა შეაკავებს. მდინარისპირა სოფელი ვართ, უდიდესი საშიშროებაა. თბილისიდან ზეპირად რომ გასცემენ ნებართვას, ყოვლად დაუშვებელია. ბატონი სოსო რას დაგპირდათ? გვითხრა, რომ ხვალ ჩამოვა გარემოს დაცვიდან თანამშრომელი, გადავიყვან იქეთ და უსაფრთხოება იქნება დაცული. სამი ძალიან საშიში წერტილია და იმ ადგილებზე ჯებირებს გავაკეთებთო."
ლეილა სადრაძე, ადგილობრივი: ეს მდინარე მიემართებოდა მაკვანეთის მხარეს, სადაც არის ისეთი ნიადაგი, რომ წყალი ვერაფერს ვერ აკლებს. გადმოაგდეს ახლა მდინარე აქეთ, თუ ბუნებრივად გადმოვარდა, მე ამდენს ვერ ვიტყვი. წამოვიდა სადაც ქვა - ღორღია და ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის ნახევარი წაიღო. ეს კიდევ არაფერი, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ბავშვები მოდიან საბანაოდ, ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ, არ ვართ კურორტებით განებივრებულები და აქ ბანაობენ. რომ დეიხრჩვას ბაღანა, მერე სად წევიდე? მთავრობას თუ მიმართეთ? მთავრობას თუ არა, გადაგყობა თან! მოვლენ აქ მთავრობის ხალხი, კი ბატონო, კი შენი ჭირიმე და ბოლოს ფაფუ. მთელი ზამთარი არ გვიძინია, სახლში შემოდიოდა ხმაურიც. კომპანია არ გეუბნება საერთოდ ვინაა. არ ვიცი დაქირავებული ვართ ჩვენ და ვმუშაობთო, გვითხრეს. რა ქნას ახლა მათაც, რაც დაავალეს იმას აკეთებენ.
საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე კარიერის მშენებლობის გამო მოსალოდნე საფრთხეებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ინერტული მასალის ამოღება, რომელიც ექვსი მეტრის სიღმიდან ხდება გარკვეულ პრობლემებს შექმნის. პირველი ის, რომ არსებობს დატბორვის საფრთხე, მეორეს მხრივ კი, შესაძლოა ჭების დაშრობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ტრაპაიძე უფრო მაშტაბურ საფრთეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მდინარემ შესაძლოა საფრთხე არა მარტო კვირიკეთის მოსახლეობას, არამედ ოზურგეთსაც შეუქმნას: „ჩვენ მოგვმართა მოსახლეობამ და შევისწავლეთ ეს პრობლემა. მიმდინარეობს ქვა - ღორღის ამოღება. გაკეთებულია კარიერი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. პირველი, ეს ტექნიკა მუშაობს ინტენსიურად და ნიადაგში ჩადის ძალიან ღრმად. ექვსი მეტრის სიღრმეზეა ჩასული. ეს ქმნის იმ პრობლემას და წყალი მოსახლეობას ჭებში დაუშრებათ და ეს იქნება დიდი პრობლემა. მეორე, ის არის, რომ ეს არის მთის მდინარე და ერთ ადგილას აქვს დიდი ვარდნა, ეს გამოიწვევს მდინარის კიდევ უფრო მეტ აჩქარებას და საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ამ სოფლის, არამედ ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებლებსაც. დიდი საფრთხეა, რომ მდინარისპირა ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდეს, ზარალი იქნება ძალიან დიდი. არის ლოკალური პრობლემებიც, საკარმიდამო ნაკვეთებთან უკვე მოსულია წყალი და დიდი საფრთხეა უძრავი ქონების დიდი ნაწილი წაართვას წყალი აქ მცხოვრებთ. ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. უცნობია ჩემთვის რომელი კომპანია ატარებს სამუშაოებს ახლა. როგორც ვიცი, შეხვედრა იქნება კომპანიის წარმომადგენელთან და მერე გვეცოდინება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახერხა მხოლოდ წინა ორი კომპანიის სამუშაოების შეჩერება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მოსახლეობის მოთხოვნაა დროულად იქნას გადაყვანილი კალაპოტი საწყის ადგილას“- განაცხადა ტრაპაიძემ.
ადმინსტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლი ხვიჩა წულაძის თქმით ის თავისი სოფლის მოსახლეობის გვერდით იქნება:
"მე ჩემი სოფლის მოსახლეობის გვერდით ვიქნები, ეს ვიცი. მთავარია, არცერთი მხარე არ დაზარალდეს, არც მოსახლეობა და არც კომპანია. "- განაცხადა წულაძემ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ კარიერის ფუნქციონირება არ შეწყდება, ისინი არ გაჩერდებიან და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
"ხვალამდე მივეცით ვადა და უნდა მოვიდნენ გარემოს დაცვიდან წარმომადგენლები, თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, უკიდურეს ზომებს შემდეგ მივმართავთ."- აღნიშნა ადგილობრივმა მოსახლემ ჩიტო ლომთათიძემ.
თეა იოსელიანი- გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42