სკანდალი პაპიძის საქმეში: რესპუბლიკელი ბერძენიშვილები და საქმის მთავარი მოწმე? - პაპიძის დის განმარტება
საზოგადოება - 13:26, 25 Apr, 2016     23378
"პრაიმტაიმის" დღევანდელ ნომერში მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალის მაგდა პაპიძის და - ლანა პაპიძის სკანდალური ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით: "პაპიძის დის სკანდალური ბრალდება – ვიცი, ვინც მფარველობს მაგას… ბერძენიშვილები".

მასალაში პაპიძე აჟღერებს შემდეგ ფრაზას: "სანამდე დაიმალება ზოგიერთი?", რის შემდეგაც ჟურნალისტი ინტერესდება ვის გულისხმობს რესპოდენტი რაზეც ლანა პაპიძე აცხადებს:

"ვინც არ გამოჩენილა, აგერ ოთხი თვეა. რა ცოდვა აქვს ასეთი მოსანანიებელი მონასტერში ოთო ბერძენიშვილს? ვიცი, ვინც მფარველობს მაგას… ბერძენიშვილები".

"ნიუპოსტი" დეტალებში გარკვევისთვის ლანა პაპიძეს ესაუბრა. მკვლელობაში ბრალდებულის დამ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მან ჟურნალისტს უთხრა, რომ "ასეთი ინფორმაცია მოუვიდათ". პაპიძე უკმაყოფილოა, რომ გამოცემამ მისი გადაუმოწმებელი ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში დაწერა.

"ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა. ჯერ არ გაგვირკვევია თუმცა ეგეც გაირკვევა. ამიტომ მომივიდა კამათი "პრაიმტაიმის" ჟურნალისტთან: ვეუბები არ ვიცით, ასე გავიგეთ, მან კი პირდაპირ დაწერა... ჩვენ გეუბნებით რომ არ ვიცით, მოვიდა ეს წყარო, გადასამოწმებილია"- უთხრა "ნიუპოსტს" ლანა პაპიძემ.

"ნიუპოსტი" რესპუბლიკურ პარტიასაც" დაუკავშირდა. პრესსამსახურის განცხადებით, "ძმები ბერძენიშვილები ოთარ ბერძენიშვილს საერთოდ არ იცნობენ".

შეგახსენებთ, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. დაკავებულია მომხდარში ბრალდებული 25 წლის წლის მაგდა პაპიძე, რომელსაც ბრალად მეუღლის და შვილის მკვლელობა ედება.

მაგდა პაპიძის დედა კი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა. პაპიძის დედა და და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს 2015 წლის 20 დეკემბერს მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ოთარ ბერძენიშვილმა აცნობა.

თავად ბერძენიშვილი არსებული ინფორმაციით, მონასტერში იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42