„ირგვლივ სულ ტყეა, ღამით ტურები შემოდიან“- ყოფილი პანსიონატის მობინადრეების გასაჭირი
ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩის ბოლოში, ყოფილი პანსიონატის შენობაში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, ბინასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს გარე განათება, რის გამოც ღამით ეზოში გამოსვლა შეუძლებელი ხდება, ასევე ღამ-ღამობით ეზოში ტურები შედიან, რის გამოც გავლა საშიში ხდება:
ნინო სებისკვერაძე: „25 წელია აქ ვცხოვრობთ, გარე განათება საერთოდ არ გვაქვს. გარეთ საერთოდ ვერ გამოვდივართ. გარე განათების პრობლემაზე იყვნენ დღეს, დაგვპირდნენ გავაკეთდებთო და იმედია ასეც იქნება. აქ ირგვლივ სულ ტყეა, ღამით ტურები შემოდიან, გარეთ ვერ გამოვდივართ. რაც აქ ვცხოვრობთ, სულ ამ პრობლემაში ვართ. ბინაში 20 ოჯახი ვართ.“ ამბობენ იმასაც, რომ გზაც მიუვალი და მოუწესრიგებელია. ადგილობრივების თქმით არჩევნებამდე გაცემული დაპირება, რომ ყველა პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, მოგვარდებოდა, არჩევნების შემდეგ არავის გახსენებია და უფრო მეტიც, მათთან ხელისუფლების წარმომადგენელი არც გამოჩენილა და არც მათი პრობლემებით დაინტერესებულა ვინმე.
"გზის პრობლემაცაა, აღარც მაქვს იმედი, რომ ვინმე გაგვიკეთებს. უნდა ნახოთ როგორ ვწვალობთ, რომ ქალაქში წავიდეთ. სამარშრუტო ტაქსი დადის, კარგი მძღოლი შეგვხვდა, წვიმიან ამინდში ერთი მგზავრიც რომ იყოს, მაინც შემოვა, მაგრამ გზა ხომ შეიძლება, რომ გაგვიკეთონ" - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ბინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მე-5 სართულზე მხოვრები ნინო სებისკვერაძე, მისის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ბინას სახურავი რამდენიმე წლის წინ გაუკეთეს, პრობლემა არ აღმოფხვრილა, პირიქით საქმე უფრო გართულდა, რადგან ქალბატონის თქით ადრე თუ წყალი ოთახებში მხოლოდ ორ ადგილზე ჟონავდა, ახლა ყველგან ჩამოდის: „რამდენიმე წლის წინ სახურავი გადაგვიხურეს, გაკეთებიდან ერთ კვირაში წყალი ჩამოვიდა. წყალი ადრე თუ ორგან ჩამოდიოდა, ახლა თითქმის ყველგან ჩამოდის. მე-5 სართულზე ვცხოვრობ. ასეთ დღეშია ჩემი მეზობელიც. სადარბაზოშიც ტბა დგება. სახურავი ეს „ოცნება“ რომ მოვიდა მაშინ დაიხურა, ხმა მივეცით, გვიხაროდა რაღაც გვეშველება-თქო და არაფერი. ორჯერ რომ დავწერეთ განცხადება, დაიკარგა. მე არ ვიცოდი დანომრილი განცხადება უკანაც თუ უნდა წამომეღო. „სტიაშკა“ როდის იყო წვიმას აკავებდა. დაასხეს სტიაშკა, გადაუსვეს საღებავი და ისე დაგვიტოვეს. ჩემი მეუღლე ხელოსანია, გაკეთების დროსაც მივიდა და უთხრა, რომ ეს წყალს არ დააკავებდა, მაგრამ არ დაუჯერეს. ახლა სხვენზე ყველგან სათლები და ჯამები მიწყვია, მაგრამ წყალს მაინც ატარებს. ასე როდემდე უნდა ვიყოთ არ ვიცი. განცხადება არ დამიწერია, მითხრეს ახალი გადახურული რადგანაცაა, შეიძლება ყურადღება არ მოგაქციონო, მაგრამ ასე ხომ ვერ გავჩერდები, უნდა ვთხოვო, რომ დაგვეხმარონ. რამდენჯერ უნდა გავაკეთო რემონტი აღარ ვიცი"- აცხადებს ნინო სებისკვერაძე.
„აქ დანგრეული შენობაა, იმის გასუფთავებასაც გვპირდებოდნენ, ბავშვების გასართობი პარკიც გაკეთდებაო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. აქ ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს, მაგრამ სად უნდა წავიყვანოთ, ქალაქის ბოლოში ვცხოვრობთ, გზა ჩვენთვის არაა და კვალი. კაი რა, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ქნა, დაპირება დაპირებად დარჩა. ყველაფერს გვპირდებოდნენ, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებიათ,“ - ამბობენ ადგილობრივები.
არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში აცხადებენ რომ ჯორჯიაშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების სახურავის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე თანხის უქონლობის გამო ვერ ხერხდება, თუმცა აღნიშნული კორპუსი შეყვანილია მონაცემთა ბაზაში, აყვანილია აღრიცხვაზე და სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაბამისი თანხის მობილიზაციისთანავე დაიწყება. რაც შეეხება გზის საკითხს, ჯორჯიაშვილის ქუჩის მოასფალტებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მზად არის. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. გარე-განათების დამონტაჟების საკითხს უახლოეს მომავალში შესაბამისი სამსახური ადგილზე შეისწავლის და აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა