ღონისძიება კვირას, 24 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სერტიფიკატები გადაეცა შემდეგი დარგობრივი კურსების მსმენელებს: საჯარო ორგანიზაციების მართვა; ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება, საჯარო ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები; საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. სერტიფიკატი გადაეცა 43 საჯარო მოხელეს, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მაღალმთიანი რეგიონებიდან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან სკოლა ფუნქციონირებს განახლებული პროგრამებით.
სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ხორციელდება შემდეგი პროგრამების ფარგლებში: ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება“, ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა” და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა“.
სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას..
მასალის გამოყენების პირობები






