აუდიტორია115-ის წევრებს თამარ სანიკიძე და გიორგი კვირიკაშვილი კანცელარიაში დახურული ფორმატით შეხვდა. შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს შეხვდება და მათთან გააარკვევს, რა პოზიცია აქვთ თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
"შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიზრუნებთ, შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ბევრი საკითხის განხილვა, რომელიც განათლებას და მეცნიერებას უკავშირდება. მასში ჩაერთვებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები და ეს პლატფორმა იარსებებს მუდამ, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა, დაგეგმვა, გარკვეული ანალიზის გაკეთება და სხვა “ - განაცხადა განათლები მინისტრმა.
გარდა ამისა თამარ სანიკიძე ამბობს, რომ შეიქმნება პლატფორმა, სადაც მუდმივად მოხდება განათლებასა და მეცნიერებასთან დაკავშირებით არსებული საკითხების განხილვა.
მასალის გამოყენების პირობები






