მღებრიშვილის უწყებამ აუდიტორია #115-ის წევრის ოჯახში შსს-ს თანამშრომლის ვიზიტი დაადასტურა
საზოგადოება - 17:29, 23 Apr, 2016     2139
შსს-მ ომბუდსმენს აუდიტორია 115-ის წევრის, ირაკლი კუპრაძის ოჯახში შსს-ს თანამშრომლის ვიზიტი დაუდასტურა - ამის შესახებ "ნიუპოსტს" სახალხო დამცველი პრესსამსახურში განუცხადეს.

"შსს–მ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია დაგვიანებით, დაჯარიმების პროცედურის დაწყების შემდეგ. მოსული ინფორმაციით დადასტურდა ინფორმაცია კუპრაძის ოჯახში შსს–ს თანამშრომლის ვიზიტთან დაკავშირებით, რაც ახსნილია უბნის პასპორტში მონაცემების განახლების მიზეზით. სახალხო დამცველის აპარტი გეგმავს შემდგომი ინფორმაციის გამოთხოვასა და შს სამინისტროსთან კომუნიკაციის გაგრძელებას ცალკეული გარემოებების დაზუსტების მიზნით"- აცხადებენ ნანუაშვილის აპარატში.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავად ირაკლი კუპრაძემაც გაავრცელა.

"შსს-მ ჩემს სახლში თავისი თანამშრომლების ვიზიტი დაადასტურა.

საღამოს, ომბუდსმენის აპარატიდან დამირეკა თათული თოდუამ, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა და დღეს ერთი კარგი მიღწევის შესახებ მახარა. შსს-მ 34 დღის დაგვიანებით მისწრა პასუხი ომბუდსმენს და მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მიაწოდა. უკვე იმოდენა დრო იყო გასული-პასუხისთვის საჭირო გონივრულმა ვადამ 4-ჯერ ჩაიარა, რომ ამ წერილს აღარავინ ელოდა, ომბუდსმენის აპარატშიც კი.

შსს-ს გამოცოცხლებას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს :
1) სახალხო დამცველის ოფისის მიერ შსს-ს დაჯარიმების პროცედურის დაწყება. ან...
2) პრემიერთან შეხვედრის დროს ჩემგან წამოყენებული მკაცრი მოთხოვნა: გამოერკვია რატომ და ვისი ბრძანებით ხდებოდა სტუდენტებზე ზეწოლა, ოჯახის წევრების დაკითხვები და მუქარა. როგორც არ უნდა იყოს შედეგი კარგია.

წერილში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შსს-ს თანამშრომლები ნამდვილად იმყოფებოდნენ ბათუმში ჩემს სახლში სტუმრად, გამოკითხეს ჩემი მშობელი და ჩემზე მოითხოვეს კონკრეტული ტიპის ინფორმაცია. ეს ახსნეს საუბნო შემოწმებით და რაღაც ,,უბნის პასპორტში" ჩემი ინფორმაციის განახლებით (წერილის ელ.ვერსიას ხვალ დავდებ, როგორც კი ომბუდსმენის აპარატიდან გადმომიგზავნიან). ეს ყველაფერი უცნაურია იმ პირობებში, რომ არათუ ინფორმაციის განახლება, არამედ არც ძველიც არაფერი ჰქონიათ და არასდროს მოსულან ჩემი ინფორმაციის გამოსარკვევად. ასევე იმ პირობების გათვალისწინებით, რომ 4 წელია ბათუმში აღარ ვცხოვრობ. ნუ რაც არის მაინც კარგი შედეგია. მე იმასაც კი არ ველოდი, რომ დაადასტურებდნენ ვიზიტს.

ეს დადასტურება მხოლოდ დასაწყისია და ბრძოლა კი ახლა იწყება.

იმ ნაბიჭვრებს, (ასეთებიც არსებობენ) რომლებიც ცდილობდით ჩემ დისკრედიტაციას. ხმებს ავრცელებდით თითქოსდა ამ ვიზიტის ამბებს ვტყუოდი და ზღაპრებს ვიგონებდი გეტყვით, რომ ძალიან ნუ გეწყინებათ ეს დადასტურება, იმიტომ რომ კიდევ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას და ასევე კიდევ ბევრი იმედგაცრუების გადატანა მოგიწევთ თქვენი ტყუილების გამო. თავს გაუფრთხილდით.

მადლობა ომბუდსმენის აპარატს და თათული თოდუას თავისი გულითადი ბრძოლისთვის.

ბრძოლა დაშინების და ზეწოლის წინააღმდეგ გრძელდება და დარწმუნებული ვარ თუ ბოლომდე გავიტანთ ლელოს, ჩვენი მომდევნო თაობა ბევრად უფრო ძლიერი და თავისუფალი იქნება"- დაწერა სტუდენტმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42