ცოტახნის წინ ცნობილმა მომღერალმა ეროს რამაზოტმა თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენციას გამართა. პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყო და მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი უძღვებიან.
დღევანდელ პრესკონფერენციას უხერხულობის გარეშე არ ჩაუვლია. მომღერალმა მადლობა ქართველ ჟურნალისტებს და საზოგადოებას რუსულ ენაზე გადაუხადა.
ამ უხერხული ინციდენტის გამოსწორებას თარჯიმანი შეეცადა ეროს რამაზოტს მან ფურცელზე დაწერით აუხსნა, რომ სიტყვა "სპასიბა" ქართულად მადლობას ნიშნავს.
მანამდე კი, რამაზოტიმ აღნიშნა, რომ თბილისი სუფთა ქალაქია რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სუფთა ადამიანები ცხოვრობენ. მომღერალი ქალაქის დათვალიერებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები