ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 13 წლის გიორგის მოსახლეობის დახმარება სჭირდება.
მოზარდის შესახებ “წმინდა გაბრიელის ფონდის” ხელმძღვანელი სალომე ფაცაცია ემოციურ წერილს ავრცელებს:
"მეგობრებო, ეს13 წლის ავთოა (ნათლობით გიორგი) რომელიც დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს,ავთოს ხერხემლის პრობლემები აქვს,მამიდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მათ შესახებ მეგობრისგან გავიგე და ვსტუმრობდი მათ სახლში,რომ სააღდგომოდ ,თუნდაც საკვებით დავეხმარებოდით ....ის რის გამოც ვწერ ამ პოსტს, საკმაოდ მძიმეა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ვისაც „გული აქვს“ გულგრილი ვერ დარჩება ... დღეს „მაკდონალდსის“ ვსტუმრობდი, რათა მეყიდა გარკვეული საკვები. ამ დროს ვხედავ ავთო იქვე მჯდომს,რომელიც საწყალი თვალებით იმზირებოდა.... ვკითხე თუ რატომ იჯდა მანდ და ვინმეს ხომ არ ელოდებოდა?! მან ცრემლიანი თვალები მომაპყრო მხოლოდ - მივხვდი მას შიოდა ...მამა ფრიდონი და მე ვესტუმრეთ დღეს სახლში.
დავეხმაროთ მეგობრებო რითაც შეგვიძლია.
მოქმედებს საბანკო ანგარიშები:
ანგარიში თიბისი ბანკში-GE77TB7561936080100004
ანგარიში ლიბერთი ბანკში-GE50LB0115180857547000
ანგარიში პროკრედიტ ბანკში-GE91PC017360010003325
მიმღები "წმინდა გაბრიელის" საქველმოქმედო ფონდი:
ასევე მოქმედებს ტელეფონის ნომერი 0901700471(ბილაინის აბონენტებო) ზარის ღირებულებაა 1ლარი.....გმადლობთ"- წერს სალომე.

მასალის გამოყენების პირობები






