09:30 საათზე - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში მიმართავენ.
მის: ოქროყანა, ტექნოპარკი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია, ვარდების მოედნიდან 09:00 საათზე)
10.30 საათზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“ გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.
მის: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
11:00 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილის ბაღში კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ფორმის ბზები დაირგვება.
მის.: 9 აპრილის ბაღი
საკონტაქტო პირი ეკა კოჭლამაზაშვილი - 577 77 06 77
11:00 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ლევან თარხნიშვილის და გივი თარგამაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
11.00 საათზე - „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას 24 აპრილს დაგეგმილი საყოველთაო შეკრების დეტალებს გააცნობს. მოძრაობა დააანონსებს შეხვედრას და მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას, თუ რატომ არის აუცილებელი თითოეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის მონაწილეობა.
მის: ჭოველიძის ქ. 10
საკონტაქტო პირი ანა ტოტლიკაშვილი - 595 221 999
12:00 საათზე - "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" გახსნის ჩუღურეთის რაიონულ ოფისს და წარადგენს "გირჩის" ჩუღურეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს.
მის: წინამძღვრიშვილის ქ. 97
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990
12:00 საათზე - "პირველ პრესკლუბში" ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ”რესპუბლიკელი” წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქალაქ ქუთაისში ბოლო პერიოდში გახმაურებული 2 სადავო მშენებლობა.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
12:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსათვის“, უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ გაიმართება.
მის: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, კიევის ქუჩა
12:00 საათზე - ქართულ ამერიკული მეგობრობის ფარგლებში, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით მახათის მთაზე მშენებარე ეკლესიასთან განახორციელდება საგაზაფხულო გამწვანების აქცია, რომელიც მიეძღვნება ქართულ - ამერიკული მეგობრული ურთიერთობის 24 წლის აღსანიშნავ საიუბილეო თარიღის. აქციის ფარგლებში დაირგვება იფანის და საპნის ხის ნერგები.
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია ქ.თბილისის მერია და აშშ-ის საელჩო.
საკონტაქტო პირი: ილია ზუკაკიშვილი, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ტელ: 597 34 55 00
13:00 საათზე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ცნობილი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი.
13:00 საათზე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება.
მის.: უზნაძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
13:00 საათზე - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს.
მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. #117 ა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
13:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკითხზე: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, თბილისში, სოციოლოგურ კვლევას ჩაატარებს.
მისამართი: მარჯანიშვილის მოედანი, რუსთაველის გამზირი და პეკინის ქუჩა
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
14:00 საათზე - არტ-თერაპიისა და სხვადსახვა თერაპიული აქტივობის ცენტრი „ფელიქსი“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შენობაში, გამართავს საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვას. გამოფენაზე გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქართველოს სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას.
მის: თაბუკაშვილის ქ. #5
14:00 საათზე - ტყიბულის რაიონში, კურორტ საწირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე 2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი გაიმართება.
15:00 საათზე- ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” წევრები, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალისტებთან და JRC -ის ტრენერებთან ერთად, თვითრეგულირების საბჭოების უფლება-მოვალეობებზე იმსჯელებენ.
სასტუმრო ”ციტადინი”, თავისუფლების მოედანი
საკონტაქტო პირი ნათია კუპრაშვილი +995 32 2934472
15:00 საათზე - პროექტის „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში" და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ია კარგარეთელის ქ. N6, ხელოვნების სასახლე
16:30 საათზე- კოტე მახარაძის საიუბილეო 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის უკან მდებარე, სპორტკომპლექსის მოედანზე, კოტე მახარაძის სახელობის სპორტული რადიო „ჯა-კო“-ს სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართება. ტურნირს გამოჩენილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, ფეხბურთის ვეტერანები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა და ფეხბურთის სხვა ღვაწლმოსილი ადამიანები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი თამარ გულიაშვილი - 591 40 40 12
18:00 საათზე - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმიტრი ხვთისიაშვილის პრესკონფერენცია.
თემა: შექსპირის საიუბილეო წელიწადი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები.
19:00 საათზე- მოზარდმაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „რომეო და ჯულიეტა“ ჩვენება გაიმართება.
20:00 საათზე - ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






