ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის განცხადება - ბახტაძე რამიშვილს პასუხობს
საზოგადოება - 20:31, 22 Apr, 2016     3470
ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი, გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილს განცხადებით პასუხობს:

"დღეს პირველად მოვისმინე, რომ შალვა რამიშვილი, „იმედთან“ თანამშრომლობის პერიოდში, თურმე, ჩემგან განიცდიდა ზეწოლას, ამას გმირულად იტანდა და მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ გააცნობიერა, რომ ის მსხვერპლი ყოფილა. შალვა რამიშვილს მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა ამბობს, რომ ჩემსა და მას შორის მიმოწერას რამდენიმე დღეში მოჰყვა ფარული ჩანაწერით მისი დაშანტაჟება. მის მიერ დღეს გასაჯაროებული პირადი მიმოწერა შედგა გასული წლის დეკემბერში, ხოლო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდა მიმდინარე წლის აპრილში. ამ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ მე მას ვთავაზობ სტუმრების მოწვევას ოპონირებისთვის; იქვე ფიქსირდება, რომ მას შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი რესპონდენტის შერჩევა. ასეთი კომუნიკაცია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია.

რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მიმდინარე წლის აპრილში, მოხდა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და ეწინააღმდეგება „იმედის“ კორპორატიულ ფასეულობებს. შესაბამისად, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არც დროითი და არც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი, ჟურნალისტები. რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. რატომ ჰგონია შალვა რამიშვილს, რომ მასთან და მასთან დაკავშირებულ შპს-სთან დამშვიდობებას სჭირდება ბიზნესმენების კონკლავი, რაიმე შეთქმულება ან დაშანტაჟება ფარული ჩანაწერებით, გაუგებარია.

შალვა რამიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია „იმედისა“ და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას" - ნათქვამია განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42