ვისკონსინის შტატის დელეგაცია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა
საზოგადოება - 18:57, 22 Apr, 2016     1059

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა.

სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ხის საამქრო, მაკარონისა და პურის საწარმოები, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი და სასადილო. დელეგაციის წევრები გაეცნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს და თავისუფლებაშეზღუდულ პირებს გაესაუბრნენ.

ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ საგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების პროგრამებით, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაშია დანერგილი.

როგორც ვისკონსინის შტატის ერთ-ერთი დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ჯეისონ ბენზელმა აღნიშნა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ანალოგი აშშ-ში არ არსებობს.

„არაჩვეულებრივია, რაც აქ ვნახეთ: პურის საცხობი, მაკარონის საწარმო, ხის საამქრო, სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების კურსები. მიმაჩნია, რომ ასეთი დაწესებულება თავისი დაბალი უსაფრთხოების ზომებით, არაჩვეულებრივი საშუალებაა მსჯავრებულთა გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად და საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად დასაბრუნებლად,“ - განაცხადა ჯეისონ ბენზელმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, თემურ მაღრაძის განცხადებით, აშშ-ს დელეგაციამ დადებითად შეაფასა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობა და მხარდაჭრა გამოხატა იმ პროექტებისადმი, რომელიც დაწესებულებაში ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42