დღეს რიკარდო კაკას დაბადების დღეა. ბრაზილიელ ლეგენდას 34 წელი შეუსრულდა.
კაკა ბრაზილიაში 1982 წლის 22 აპრილს, სიმონე და კრისტინა ლეიტეების ოჯახში დაიბადა.
მისი ზედმეტსახელი „კაკა” ბრაზილიაში ჩვეული შემოკლებაა სახელი რიკარდოსათვის, თუმცა რეალური წარმოშობა ამ ზედმეტსახელისა მის უმცროს ძმას, ასევე ფეხბურთელს, დიგაოს უკავშირდება; მას პატარობისას რიკარდოს წარმოთქმა უჭირდა და ენის გაუტეხელობის გამო კაკას ეძახდა და საბოლოოს შერჩა რიკარდოს ეს მეტსახელი.
კაკამ ბავშვობაში მძიმე ტრავმა გადაიტანა, ცარიელ აუზში ჩავარდა. ექიმებმა უთხრეს, რომ ხერხემლის მალები ჰქონდა დაზიანებული და სიარულს ვეღარ შეძლებდა. თუმცა, საბედნიეროდ, ექიმების ვარაუდი არ გამართლდა.
კაკას დებიუტი ბრაზილიურ სან-პაულუში შედგა 2001 წელს, მაშინ ფეხბურთელი 18 წლის იყო. 2013 წელს ფეხბურთელი მილანში გადავიდა, სადაც მისი წარმოუდგენელი კარიერა დაიწყო. კლუბთან ერთად მან მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, იტალიის საფეხბურთო თავი, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, გახდა სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი.
კაკა გახდა ოქროს ბურთის მფლობელი და ფიფამაც ბრაზილიელი 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2010 წელს რიკარდო კაკა მადრიდის რეალში გადავიდა, 2013 წელს კი სათამაშოდ კვლავ მილანში დაბრუნდა.
კაკას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ბავშვობის სიყვარულზე კაროლინ სელიკოზე კაკა 2005 წელს დაქორწინდა. წყვილს 2008 წელს ბიჭი - ლუკა, ხოლო 2011 წელს გოგონა იზაბელა ეყოლა.
მასალის გამოყენების პირობები