თიბისი ბანკის ინიციატივით, პირველად საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა ჩატარდა
საზოგადოება - 18:18, 22 Apr, 2016     1419
თიბისი ბანკის სათაო ოფისში, საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

თიბისი ბანკის ინიციატივით, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა 2016 წელს, პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში, როგორია მათი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისინი ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.

კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი). მოსახლეობა მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა. ინტერვიუების ჩატარება TNS-მა უზრუნველყო. კითხვარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის სპეციალისტების მიერ ADB-ს და OECD-ის მსოფლიო პრაქტიკებზე დაყრდნობით მომზადდა.

საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, კვლევის 4 ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემებზე: ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი,რომლებიც ფორმულირებული იყო მარტივი ამოცანების სახით. კვლევის შედეგად დადგინდა ფინანსური განათლების სამი ინდექსი: დაბალი, საშუალო და მაღალი (პროცენტული გადანაწილება იხილეთ პრეზენტაციაში).

ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, თიბისი ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა - მათ შორის სატელევიზიო პროექტები: „ფული და სურვილები“, „ფინანსური რჩევები“, ასევე მომზადდა „ჩემი ფინანსების“ გრაფიკული რგოლები, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება.

აღნიშნული კვლევის შედეგები თიბისი ბანკს ფინანსური განათლების შესახებ სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. მონაცემების გათვალისწინებით, ბანკი შეეცდება საკუთარ CSRპროექტებში მეტი აქცენტი გააკეთოს იმ თემებზე, რაც საზოგადოებაში ფინანსური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კვლევის შედეგები იხილეთ ბმულზე: ფინანსური განათლების შესახებ კვლევა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42