წელიწადნახევრის განმავლობაში, თბილისის საბავშვო ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა
საზოგადოება - 16:36, 22 Apr, 2016     1964
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გასაუბრების ეტაპი ერთ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"გასაუბრება უკვე გაიარა 900-მდე კონკურსანტმა, რომელმაც ტესტირების ეტაპზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (21 ქულა) გადალახა. გასაუბრების ეტაპი, სავარაუდოდ, მაისისთვის დასრულდება.

სააგენტომ კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტი), აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციებზე გამოაცხადა. ტესტირება 10 იანვარს, გამოცდებისა და შეფასებისა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. ზღვარი 1028 კონკურსანტმა გადალახა, რომლებიც ახლა გასაუბრებას გადიან.

გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, კონკურსანტები, რომლებიც შესაბამის პოზიციაზე საჭირო ქულას დააგროვებენ, ჩაირიცხებიან სააგენტოს საკადრო რეზერვში და სხვადასხვა ბაღში ეტაპობრივად დასაქმებიან.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებში სხვა, მათ შორის, ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასაქმებას, ამისთვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეავსოს დასაქმების სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოს სასურველი ვაკანსია. რომელიმე საბავშვო ბაღში, მითითებული ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, მას დაუკავშირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ახალი სამუშაო ადგილები ბაღების მშენებლობითა და მოქმედ ბაღებში დამატებითი ჯგუფების გახსნით შეიქმნა. ამასთან, წლის ბოლომდე, ახალი საბავშვო ბაღების გასხნისა და გაუქმებული ბაღების აღდგენის პარალელურად, დამატებით 400-მდე მოქალაქე დასაქმდება. "- აღნიშნულია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42