ლევან გვაზავას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა
კრიმინალი - 15:48, 22 Apr, 2016     3468
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლევან გვაზავას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ოქროყანაში შარშან 28 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას, როდესაც გვაზავას ნათესავი რევაზ კალომლეწავი გარდაიცვალა, გვაზავამ კი თვითმკვლელობა სცადა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა და როგორც პროკურორი აცხადებდა, არსებობდა ლევან გვაზავას მხრიდან საქმის მოწმეებზე ზეწოლის ალბათობაც თუმცა, სასამართლომ გადაწყვიტა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება.

გვაზავამ კომენტარი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი მისი და მისი ოჯახის ტრაგედიაა და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ბრალს წაუყენებს მას პროკურატურა და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.
„არ ვიცი ასე უცბად რატომ გადაწყვიტეს, თუ სურთ ამის გამოყენება, ეს უკვე მარტო ჩემი არა, მათი ტრაგედიაც არის, რომ სხვისი უბედურება რაღაცაზე გამოიყენონ, ეს მომენტი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“ - განაცხადა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

წინასასამართლო სხდომა გვაზავას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ 2ივნისს ჩანიშნა. დაცვის მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შესაძლოა ის გაასაჩივროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42