დედა-შვილის საზარელ მკვლელობაში ბრალდებულებს მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ
კრიმინალი - 13:46, 22 Apr, 2016     13149
ორი წლის წინ კოჯორში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ირაკლი კაკაურიძე გაათავისუფლეს.

ის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საბოლოოდ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

კაკაურიძის ადვოკატი ნინო მოსეშვილი აცხადებს, რომ დაკითხვის მიზეზი კოჯრის სახლი გახდა, რომლის ეზოში 27 წლის გურამ კვეზერელის ცხედარი იყო ჩამარხული.

„ირაკლის შემხებლობა ამ საქმესთან არ გამოიკვეთა. კაკაურიძე გარდაცვლილსა და დაკავებულს არ იცნობს. არც ერის გვარი არ იცის“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობილია, რომ კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი კაკაურიძეებს ეკუთვნით.

ოჯახის ერთ-ერთი წევრი ,,ნიუპოსტთან" ამბობს, 2014 წელს მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე ინფორმაცია არ აქვს და მათ წარმოდგენა არ აქვთ, საიდან აღმოჩნდა გვამი მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში.

ანა კაკაურიძის განცხადებით, სახლის ნაწილი ოჯახის ნათესავს ეკუთვნის რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. სავარაუდოდ ეს ის პირია რომლის დასაკავებლადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"იპოვეს გვამი. მეტი არაფერი ვიცით. დაკეტილი გვქონდა ეგ სახლი. სეზონურად ავდიოდით ხოლმე. სახლი მარტო ჩვენი არ არის. ნაწილი ჩემი მეუღლის მამიდაშვილის არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მისამართით დასმული ეს კითხვები ძალიან შორს არის ჩვენგან. ჩვენც შოკში ვართ“,- განაცხადა სახლის მეპატრონემ.

მიმდინარე წლის 20 აპრილს სამართალდამცველებმა კოჯორში 27 წლის გურამ კვეზერელის ცხედარი მეტალის კასრში ჩამარხული იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მკვლელობაში ბრალდებულებმა მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, კასრში მოათავსა და მჟავა დაასხა.

მამაკაცს 2014 წლიდან ეძებდნენ. დედამისი ნატო კვეზრერელიც გურამის მკვლელობის დღესაა მოკლული. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა გურამ კვეზერელის მკვლელობის შემდგ, იმავე დღეს ახალგაზრდა მამაკაცის დედა მოკლეს. ყელგამოჭრილი ქალი აბაზანაში მკვლელობიდან მეორე დღეს იპოვეს.

თბილისის ზღვაზე მდებარე საერთო საცხოვრებლიდან 12 ათასი დოლარი და სხვა ნივთები იყო წაღებული. დაიკარგა სათვალთვალო კამერაც.

მედიაში საზარელი მკვლელობაში ბრალდებულთა გვარებიც გამოჩნდა: მკვლელობაში ბრალდებულები არიან გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე.

ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საქართველოში არ იმყოფება, თუმცა როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მასზე ძებნა ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

რაც შეეხება ვასილ გოშაძეს ის სასჯელს სხვა დანაშაულისთვის იხდის. მას ნარკოდანაშაულისთვის 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გიორგი ყუფარაძისა და ვასილ გოშაძის სახელები 2003 წელს მომხდარ მკვლელობაშიც ფიგურირებდნენ. საქმე ეხება მოქალაქე ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობას.

„კვირის პალიტრა“ წერს რომ ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის, მას 2008 წელს მიუსაჯეს 25 წელი, თუმცა დროზე ადრე, სავარაუდოდ, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან სამართალდამცავებთან ზუბადალაშვილების საქმეზე ითანამშრომლა და შემკვეთები დაასახელა. რაც შეეხება გოშაძეს, ის თავის დროზე სასჯელს იხდიდა "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის.

საზარელი მკვლელობის შესახებ დეტალები არ იციან მოკლული დედა-შვილის ნათესავებმა.

„ნიუპოსტი“ გიორგი კვეზრერელს დაუკავშირდა, თუმცა მოკლულების ნათესავისთვის უცნობია რა შემხებლობა ჰქონდათ დაკავებულებს კვეზერელებთან.

„თქვენ მიერ დასახელებული გვარები არაფერს მეუბნება, ფაქტია, რომ 27 წლის ბიჭი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, მანამდე კი მისი დედა გამოასალმეს სიცოხზლეს“- აღნიშნა გიორგი კვეზერელმა.

ბოლო ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული კიდევ ერთ პირს გირაო შეეფარდა. ზურაბ ესიაშვილი სასამართლომ დღეს 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გურამ კვეზერელს საგარეჯს რაიონის სოფელ კაკაბეთში, დედის გვერდის დაკრძალავენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42