საიას განცხადება პროკურატურის მიერ მიშველაძის საქმის შსს-თვის გადაცემის თაობაზე
საზოგადოება - 11:30, 22 Apr, 2016     1581

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურის მიერ ეკატერინე მიშველაძის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:

„2016 წლის 16 მარტს მოქალაქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდო ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ იქნა, რომ პირადი მიმოწერის გავრცელებაში შესაძლებელია იკვეთებოდეს შსს-ს თანამშრომლ(ებ)ის ბრალეულობა. ეკატერინე მიშველაძე დღეს დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში, სადაც გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევაა.

საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შსს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ პირადი მიმოწერის გავრცელება მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოხდა.

საია მიიჩნევს, რომ ეკატერინე მიშველაძის საქმის გამოსაძიებლად შსს სამინისტროსათვის გადაცემა იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებას პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და ეკატერინე მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საქართველოს პროკურატურას“, - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42