სახალხო დამცველი მმკ-ს ბრალდებებს პასუხობს
საზოგადოება - 18:06, 21 Apr, 2016     1383
საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიაში ბოლო პერიოდში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და მმკ-სა და ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან მისი მისამარტით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს:

„ბოლო პერიოდში სისტემატიური ხასიათი მიიღო სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, რელიგიის თავისუფლების თავში ასახული პრობლემატიკისა და შეფასებების მიზანმიმართულმა დამახინჯებამ. კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველი ბავშვების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში წლებია საუბრობს საჯარო სკოლებში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე, რაც ცალკეულ შემთხვევებში გამოიხატება საგაკვეთილო პროცესის ლოცვით დაწყებაში, არააკადემიური მიზნებით სალოცავი კუთხეების მოწყობაში, სასულიერო პირების სკოლებში მოწვევასა და მათ მიერ სკოლის, საკლასო ოთახების კურთხევაში, მოსწავლეების რელიგიურ რიტუალებში ჩაბმაში, მასწავლებლების მხრიდან განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსწავლეებთან არათანაბარ დამოკიდებულებაში და სხვა. ასეთი შემთხვევები წინააღმდეგობაში მოდის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებთან, რომელიც ერთმანეთისაგან მიჯნავს საჯარო სკოლასა და რელიგიურ გაერთიანებებს. კანონი ამ მხრივ საჯარო სკოლას ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ავალდებულებს და ამბობს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური გაერთიანებებისგან. კანონი კრძალავს სასწავლო პროცესის რელიგიური მიზნებისათვის გამოყენებას, რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენას, რელიგიურ რიტუალებში მოსწავლეების ჩაბმასა და სხვა.

2015 წლის ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, წარმოდგენილია თავი საჯარო სკოლებში არსებული ვითარების შესახებ. ანგარიშში საერთოდ არ არის საუბარი მოსწავლეების ექსკურსიებზე, მათ შორის, ისტორიული ძეგლების, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მოსანახულებლად წაყვანასა და არც მათი აკრძალვის საკითხზე. რასაკვირველია, სკოლებს უფლება აქვთ დაგეგმონ ექსკურსიები სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მოსანახულებლად და მიაწოდონ მოსწავლეებს ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური თანასწორუფლებიანობისა და ნეიტრალიტეტის დაცვა, კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია და მათ უზრუნველსაყოფად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42