2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი კურორტ საწირეში ჩატარდება
საზოგადოება - 12:21, 20 Apr, 2016     2130
2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, კურორტ საწირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან: მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.


ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბები, დამწყები და მოყვარული მოლაშქრეები, ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია და სხვა. ადგილზე მსურველთათვის თემატური ბანაკები, სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები და აქტივობები მოეწყობა.

22 აპრილი

დაბანაკება - კლუბები თავიანთი თემატური ბანაკებით განაწილდებიან ფესტივალის ტერიტორიაზე, სადაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ერთმანეთის გეგმებსა და პროფილებს. ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყობა „zipline“, რომელიც იფუნქციონირებს ფესტივალის მსვლელობისას. მთელი დღის განმავლობაში ბანაკში იქნება მუსიკალური გაფორმება.

23 აპრილი

ფედერაციის წევრ კლუბებს შორის ჩატარდება სალაშქრო რალი, სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები; ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გამართავს საჩვენებლ თამაშს, სადაც მსურველები შეძლებენ მოსინჯონ თავიანთი ძალები და შეისწავლონ ამერიკული ფეხბურთის წესები. ჯომარდობის ფედერაცია სტუმრებს საშუალებას მისცემს გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები ჯომარდობაში. მოლაშქრეთა ფედერაცია ფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა სიახლეებს შესთავაზებს. დღის განმავლობაში ელექრონული მუსიკა დაამშვენებს ფონს, საღამოს კი, გაიმართება სალაშქრო რალიში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვება, რის შემდეგაც ჩატარდება კონცერტი ქართული ბენდების მონაწილეობით: JETBIRD, ASEA SOOL, MELOW YELOW.

24 აპრილი

დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები, ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაისვენონ და გაერთონ მთელი დღის განმავლობაში.

25 აპრილი

ფესტივალის დახურვა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/molashkre/?fref=nf





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42