რუსთაველებისთვის პირველი სამშენებლო და სარემონტო მარკეტი გაიხსნა!
საზოგადოება - 18:29, 18 Apr, 2016     4697

ამიერიდან, რუსთაველებისთვის რემონტი უფრო მარტივია! 14 აპრილს, რუსთავში პირველი სამშენებლო და სარემონტო მარკეტი ,,ბაუმარკეტი“ გაიხსნა. ლენტის გაჭრაში ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ და კომპანიის დირექტორმა ნოდარ გიორგობიანმა მიიღეს მონაწილეობა.

მარკეტი ლეონიძის 12-ში მდებარეობს და რუსთავსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მომხმარებელს 15 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს.

,,ბაუმარკეტი“ გერმანულ პლატფორმაზეა აგებული და 1828 წელს დაარსებული გერმანული მაღაზიათა ქსელის ქართულ ანალოგს წარმოადგენს. მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. კვალიფიციური პერსონალის კონსულტაცია საშუალებას მოგცემთ გაერკვეთ პროდუქციის თავისებურებებში და გააკეთოთ გააზრებული არჩევანი. ჩვენ ღია ვართ ყველასთვის, ვისაც სურს შექმნას ახალი ან განაახლოს ძველი.“ - აცხადებენ კომპანიაში.

ბაუმარკეტი 2000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ ფასად, ქალაქიდან გაუსვლელად, რემონტისთვის საჭირო ყველა პროდუქტი შეიძინოს. მარკეტი ორ ზონას მოიცავს: შენობის პირველ სართულზე განლაგებულია სამშენებლო და სარემონტო მასალები, მეორე სართულზე კი შერეული პროდუქციაა წარმოდგენილი: სარემონტო ხელსაწყოები, ელექტროობა, სამზარეულოს აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ეზოსა და ბაღის მოვლისთვის საჭირო ინვენტარი. ყველაფერი ამის შეძენა კი ბაუმარკეტის მომხმარებელს 0 % იანი განვადებითაც შეუძლია. ხოლო თუ შენაძენი 750 ლარს ასცდება მოქმედებს უფასო მიტანის სერვისიც. შენობაში განთავსებულია მაღაზიათა ქსელი «ქებული კლიმატის» ფილიალი, სადაც შესაძლებელია გათბობისა და გაგრილების თანამედროვე სისტემების შეძენა. საცხოვრებელი, კომერციული თუ სამრეწველო ფართებისთვის «ქებული კლიმატი» თავის მომხმარებელს ენერგოეფექტურ გაგრილების გათბობის, წყალომარაგებისა და ვენტილაციის ენერგოეფექტურ სისტემებს სთავაზობს.

ბაუმარკეტი რუსთავში ლეონიძის 12 ნომერში მდებარეობს ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარედ და რუსთავის მოსახლეობას სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა შეუძლიათ ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42