„გალფ ნიუსის“ ცნობით, მკვლელობის შესახებ პოლიციას დაღუპულის მეგობარმა აცნობა, რომელიც გამოძიების მთავარი მოწმეა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა გარდაცვლილი ქუთაისელი ნინო სამანიშვილია, მისი მეგობარიც ქუთაისიდანაა წარმოშობით - ფიქრია გეგეშიძე ამჯერად საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, საზარელ შემთხვევამდე, ქართველი გოგონები არაბ ახალგაზრდა მამაკაცს, 13 აპრილს შეხვდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიჭი ნინის შეყვარებული იყო. წყვილი ერთმანეთს გაჩერებაზე შეხვდა ფიქრია კი მათ გზის მეორე მხარეს ელოდებოდა. შეხვედრიდან საკმაო ხანის გასვლის შემდეგ კი ფიქრიას საზარელი სურათი დახვდა.
"ნიუპოსტი" მოკლული ნინი სამანიშვილის მეგობარს ესაუბრა. კობა ფარტენაძე მეგობარს მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.
გოგონამ ფარტენაძეს ნოსტალგიაზე ესაუბრა და მისთვის სანთლის დანთება სთხოვა.
ფარტენაძე ამბობს, რომ ნინი დუბაიში ადრეც იყო ნამყოფი. იქიდან არჩენდა მშობლებსა და მცირეწლოვან შვილს.
ბოლოს დაახლოებით 20 დღის იმყოფებოდა საქართველოში და მალევე წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ.

"ტრაგედიის დღეს ფიქრია და ნინი ერთად იყვნენ და კონფლიქტი ფიქრიას მოუვიდა, ნინო კი მას ეხმარებოდა. მას ასთმა აქვს და შესაძლებელია სიკვდილის მიზეზიც ეს გამხდარიყო. რაც შეეხება ფიქრიას პირადად მე მის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სოციალური ქსელით ირკვევა რომ ნინი ფიქრიასთან მეგობრობდა"- განუცხადა "ნიუპოსტს" ფარტენაძემ.
კითხვაზე ფლობს თუ არა ინფორმაციას ნინისა და არაბი მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ რესპოდენტმა აღნიშნა, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
დუბაიში მოკლული ქართველი გოგონას სამშობლოში გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
ამ დროსითვის მოკლულის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






