თბილისში უძველესი ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 14:44, 18 Apr, 2016     5384

შალვა დადიანისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე კულტურული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შალვა დადიანის ქ. N34/17- სა და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ავტორი „საქართველოს icomos” კავშირი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია. შენობის აღდგენა მოხდება იმ სახით, როგორც ის არის ისტორიულად. ასევე თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით. მათ შორის, გუდიაშვილის, ღვინის აღმართის სრულ რეაბილიტაციას და ახალი თბილისის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

აღნიშნულ მისამართებზე მდებარე შენობები, განსაკუთრებით, კი შალვა დადიანის N34/17 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებშია აგებული, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ შენობა ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, შენობა ისტორიის მიხედვით აღდგება და ძველ იერსახეს დაიბრუნებს.

შალვა დადიანის ქ.N 34/17-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო პროექტი “საქართველოს icomos”-ის კავშირის ავტორობით შეიქმნა.

შალვა დადიანის N34/17 და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები, ტენდერის დასრულებიდან 9 თვის ვადაში განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42