თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. პაპავას განცხადებით თსუში რამდენიმე კვირის წინ მიმდინარე მოვლენები სხვადასხვა უწყებების მიერ იყო მართული:
„ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო გაზ გასამართი სადგურისთვის უფლების მიცემა უნივერსიტეტის სივრცეში და მერიის თავგამოდებითი დაცვა, რომ თურმე ეს არანაირ ნორმებს არ არღვევს და ამას აკეთებდნენ სამთავრობო სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლები. მასში ჩართულნი იყვნენ მთელი რიგი უწყებები, ქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, უშუალოდ მინისტრები არ მგონია ჩართულნი ყოფილიყვნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ლობირებდნენ, სამთავრობო ხაზით. ლადო პაპავა ორ დღეში არ იქნება რექტორი, სწორია ის, რომ მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ტყე არ არსებობს და რამდენიმე ხეა იჭრებოდეს? ის პროცესები, რაც რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში წარიმართა იყო მართული. არა მხოლოდ ძალოვანი უწყებების მიერ“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მასალის გამოყენების პირობები






