ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.ისინი „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნებს, განათლების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით იზირებენ და სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე პროფესორებს, რომლებიც მესამე ვადით არჩეული რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადადგომას ითხოვენ.
„ჩვენ ვიზირებთ მოშიმშილე პროფესორების მოთხოვნებს, აუცილებლად უნდა გადადგეს რექტორი, რომელიც მესამე ვადით არასამართლიან კანონზე დაფუძნებით არის არჩეული, ასევე ვიზირებთ „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნებს განათლების სისტემის ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებით, თვითმმართველობის რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს აუცილებლად, ასევე აკადემიურ საბჭოში არიან ადამიანები, რომლებსაც ასე რომ ვთქვათ, ვადა აქვთ გასული, ლეგიტიმურები აღარ არიან და უნდა შეიცვალნონ“, - აცხადებენ სტუდენტები.
აქციას ტექნიკურ უნივერსიტეტთან „აუდიტორია 115“-ის წევრებიც შეუერთდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






